რატომ გვაიგნორებენ

რატომ გვაიგნორებენ

როცა გვაიგნორებენ ძლიერ დისკომფორტს განვიცდით, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს ის ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფია, რომელთანაც ურთიერთობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ვინმეს იგნორირება ასევე არასასიამოვნო მაიგნორირებელი ადამიანისთვის, თუმცა ადამიანების უმრავლესობას ურთიერთობის არც ისე კარგი უნარები აქვს. პირდაპირ თქმა – „არ მინდა შენთან დროის გატარება“ ან „არ მინდა შენთან ურთიერთობა“ ადვილი არ არის იმის გამო, რომ აღზრდის სისტემა და საზოგადოებაში მოქცევის ეთიკა არ გვიშვებს. ამიტომ ჩვენ ვირჩევთ არაპირდაპირ გზას – იგნორს იმ იმედით, რომ ის ამას მიხვდება და თვითონ შეწყვეტს კომუნიკაციას. უმოქმედობა მოქმედებაზე ადვილად გამოგვდის. იგნორირებულის პოზიციიდან გასათვალისწინებელია ისიც, რომ ადამიანებს საკუთარი ცხოვრება აქვთ, საკუთარი ისტორია, საკუთარი პირადი საზღვრები. ისინი არ არიან ვალდებულნი გააკეთონ ის, რის არც უნარი აქვთ და არც რესურსები, თუნდაც ამის სურვილი ჰქონდეთ. კარგი ამბავი: როცა კარგი კომუნიკაციის უნარებს გამოიმუშავებ, ჯილდოს სახით ისეთ სოციალურ ცხოვრებას მიიღებ, რომელიც სიხარულის მომტანი იქნება.

მართალია ვინმეს მხრიდან იგნორირება არ მეტყველებს შენს პიროვნებაზე. ეს შენი კი არა, მისი ქცევაა, მისი არჩევანია, თუმცა იმის გაცნობიერებით, თუ რატომ გაიგნორებენ, გამოიმუშავებ უნარებს, რომელთა საშუალებით მინიმუმზე დაიყვან იმის ალბათოაბს, რომ მომავალშიც დაგაიგნორონ. შენ არ გჭირდება ის, რომ შეიცვალო, შენ გჭირდება ახალი უნარების ნაკრები იმისთვის, რომ  განაწყო შენი პიროვნებისადმი პატივისცემით.

გთავაზობთ პრაქტიკულ გაკვეთილს იმის შესხებ, თუ რატომ შეიძლება დაგაიგნორონ და რა შეგიძლია დაუპირისპირო ამას:

  1. ძალიან ჩუმი ხარ.

თუ ზედმეტად სიტყვაძუნწი ხარ, მაშინ ადამიანების უმრავლესობა ამ სიჩუმეს განმარტავს ასე: „არ უნდა ჩვენთან საუბარი“. ამიტომ თვლიან, რომ სიკეთეს გიზამენ, თუ მარტო დაგტოვებს. თუკი შენ იმ ადამიანებს, რომლებიც შენთან საუბრის აწყობას ცდილობენ, მოკლე-მოკლე პასუხებს სცემ, მაშინ ამით  განიზიდავთ მათ შენთან ურთიერთობისგან. ისინი არ ჩადებენ ძალისხმევას იმაში, რომ კიდევ და კიდევ სცადონ, ისინიც ადამიანები არიან და თავს უარყოფილად გრძნობენ. ამიტომ იმუშავე და დაძლიე საკუთარი სიჩუმე, განივითარე ღია და აქტიური ურთიერთობის უნარები. ამით დაასრულებ შენი სიჩუმით გამოწვეულ იგნორირებას. 

  • ზედმეტად ცდილობ

შენ შეიძლება გერიდებოდნენ იმის გამო, რომ ძალიან ცდილობ სიახლოვეს. თუ შენი მცდელობები უკიდურესად ინტენსიური და სასოწარკვეთილია, ამით უმცირებ ადრესატს შენთან ურთიერთობის მოტივაციას. ეს არ ნიშნავს, რომ არ იყო ურთიერთობაში ინიციატივიანი, პირიქით, აიღე ინიციატივა, თუმცა ამ დროს არ გამოიყურებოდე გაჭირვებულად! შეწყვიტე თვითდამკვირდება თვითგვემით და თავმდაბლობის დემონსტრირებით, ამას საპირისპირო ეფექტი აქვს – ეს განიზიდავს! გამოსავალი არის:  

  • უბრალოდ შეწყვიტე ურთიერთობის სასოწარკეთილი ძიება;
  • დაწიე რამდენიმე საფეხურით შენი მცდელობების ინტენსივობა
  • იყავი კომუნიკაბელური, თუმცა არა სასოწარკვეთილი მაძიებელი ურთიერთობის

ეს უფრო მიმზიდველს გაგხდის ურთიერთობაში. შეწყვიტე გაჭირვებულის იმიჯის მორგება და ადამიანები უფრო მეტად მოწადინებულნი იქნებიან შენთან სასაუბროდ.

  • ელოდები, რომ შეგამჩნევენ

როცა არ ხარ საკუთარ თავში დარწმუნებული, შენი კომუნიკაციის სტილი თავისებურია – შენ ელოდები, როდის შეგამჩნევენ. უარყოფის შიშის გამო, უარყოფის თავიდან ასაცილებლად, შენ ელოდები, რომ ჯერ სხვამ გამოავლინოს შენს მიმართ კეთილგანწყოა, მან გადმოდგას პირველი ნაბიჯი. ეს არ მუშაობს, ადამიანებმა შეიძლება ამპარტავნად და არაკეთილგანწყობილად ჩაგთვალონ. ისწავლე, რომ შენ იყო კეთილგანწყობილი ინიციატორი იმის მიუხედავად, თუ მეორე მხრიდან რა რეაქცია შეიძლება მიიღო. პირველი შენ მიესალმე, თბილად მოიკითხე, გამოთქვი კვლავ შეხვედრის სიხარული და ა.შ. ეს ყოველთვის მომგებიანია, უარყოფის შიშის გამო კომუნიკაციის უგულვებელყოფა კი – წამგებიანი. თბილი და კეთილგანწყობილი ინიციატივა არ ნიშნავს იმას, რომ თავს აცოდებ ვინმეს, ეს ყოველთვის კარგი ტონია.

4. გიჭირს ურთიერთობის დამყარება

სოციალური უნარების ერთ-ერთი საფუძველი ურთიერთობის დამყარებაა. ეს არის სიტუაციის აღქმისა და შესაბამისად მოქმედების უნარი. საკუთარი პიროვნების გამოვლენის უნარი ამ უნარის მნიშვნელოვანი ნაწილია. იყავი ადექვატური და მოქნილი სიტუაციასთან და კონტექსტთან დაკავშირებით. მაგალითდ, ბებიასთან სხვანაირად ვიქცევი და კოლეგებთან – სხვანაირად, ეს ასეც უნდა იყოს. რამდენიმე ვითარება, რამაც შენი იგნორირება შეიძლება გამოიწვიოს:

  • სხვებზე ბევრად მეტი ან ბევრად ნაკლები საუბარი
  • ზედმეტად ენერგიულობა ან უენერგიობა
  • ისეთ საკითხზე საუბარი, რაც სხვებს არ აინტერესებთ
  • სიცივის ან გულგრილობის დემონსტრირება მაშინ, როცა სხვები კეთილგანწყობას ავლენენ
  • მუდმივად უენერგიობა ან ნეგატიურზე ფოკუსირება

მუდმივი უენერგიობა ან ნეგატიურზე ფოკუსირება ერთ-ერთი მოკლე გზაა ურთიერთობების გაფუჭებისთვის. ეს იგნორირების გავრცელებული მიზეზია. ზოგჯერ უენერგიოდ ან ნეგაგიური განწყობებით ყველაც ვართ ხოლმე ასე, მაგრამ ეს თუ შენი ჩვევაა, მაშინ ღირს დაძლევად. აქ მოცემულია ნეგატიურზე ფოკუსირების რამდენიმე მაგალითი:

  • არ იღიმი, არ გამოხატავ სიხარულს
  • არ გამოხატავ მადლიერებას
  • ჩუმად ხარ, შეკითხვებზე ერთსიტყვიან პასუხებს სცემ
  • ცინიკური ხარ
  • ყველაფერზე კამათობ

ასეთი განწყობები დამანგრეველია შენთან ურთიერთობაში მყოფი ადამიანებისთვის, ისინი ცდილობენ თავი აარიდონ უარყოფით ემოციებს, რომლებსაც უნებურად  ახვევ თავს და გერიდებიან. ეს სულაც არ გულისხმობს იმას, რომ საპირისპირო გზა აირჩიო და გამაღიზიანებლად პოზიტიური და ენერგიული იყო. აქ მთავარია შემდეგი: მეორე ადამიანის განწყობის და ენერგიის დონის ამოცნობა და ადექვატური ურიერთობა. არ არის საჭირო თავი ბედნიერად წარმოაჩინო, როცა ბედნიერი არ ხარ, მაგრამ აცნობიერე ის დამოკიდებულებები, რასაც ურთიერთობებში ავლენ. მაგალითად, შეგიძლია თქვა, რომ კარგ ხასიათზე არ ხარ, მაგრამ ამით არ მოიცვა მთელი ურთიერთობა. შეგიძლია თქვა:  „დღეს დიდად კარგად არ ვარ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს გაივლის. შენ როგორ ხარ?“

6. დაძაბული ხარ

ვერ ხვდები, რატომ ურთიერთობენ ხალისით შენს მეგობართან, მაგრამ არა შენთან. შეიძლება დაძაბული ხარ, მკაცრი მზერა გაქვს, რომელიც ამბობს „ნუ მელაპარაკები.“ შეახსენე თავს და აკონტროლო როგორი გამომეტყველება გაქვს სოციუმში. მოადუნე სახის კუნთები, ივარჯიშე ღიმილში.

7. უცნაურის იმიჯს ირგებ

კიდევ ერთი შეცდომა, რომელსაც შეიძლება უშვებ არის ის, რომ უცნაური ადამიანის იმიჯს ირგებ, რათა უნიკალურობას გაუსვა ხაზი, სინამდვილეში კი ეს განიზიდავს ადამიანებს. მაგალითად, უცნაურად ხუმრობ, რათა განსხვავებული გამოჩნდე. ასეთი იუმორი უმრავლესობას არ სიამოვნებს. მეტიც, ზოგჯერ იმასაც ვერ ხვდებიან ხუმრობ თუ არა, ეს მათ დისკომფორტს უქმნის. ადამიანები კი თავს არიდებენ ურთიერთობას, რომელიც მათ დისკომფორტს უქმნის. უცნაურად გამოიყურები ასევე, როცა ისეთ თემებს წამოწევ, რაზეც, როგორც წესი, არ საუბრობენ კონკრეტულ წრეში.

8. ძალიან ბევრს ლაპარაკობ

ძალიან ბევრმა ლაპარაკმა შეიძლება სხვა ადამიანი გადაწვას და შესაძლოა, მან არ იცოდეს, როგორ გაუმკლავდეს სიტუაციას, გარდა იმისა, რომ დაგაიგნოროთ და ამით მიაღწიოს იმას, რომ შეგაწყვეტინოთ საუბარი. ადამიანები, როგორც წესი, პირდაპირ არ გეტყვიან, რომ ძალიან ბევრს ლაპარაკობ, ეს უტაქტობაა, ამიტომ დაგაიგნორებთ.

9. ძალიან ბევრ კითხვას სვამ

ადამიანისთვის ძალიან ბევრი კითხვის დასმამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი შეგრძნება, თითქოს დაკითხვაზე ამყოფებ. დააბალანსე გულწრფელი კითხვების დასმა და წვრილმანების გაზიარება.

ჯგუფში მოსაუბრეები გაიგნორებენ? საუბრისას ერთმანეთთან აქვთ აქტიური კონტაქტი,  შენთან კი არა? რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ შეიძლება გაიგნორებდნენ ჯგუფში:

1. ჩუმად ხარ ან კუთხეში მიყუჟვას არჩევ

როდესაც ჯგუფში ვართ და ადამიანი ძალიან ჩუმადაა, ვფიქრობთ „ამ ადამიანს ალბათ არ სურს ურთიერთობა“, ამიტომ არ ვაწუხებთ მათ. გარკვეული დროის შემდეგ, როგორც წესი, ეს ადამიანი მიგვავიწყდება, რადგან საუბარში აქტიურად მონაწილეებს შორის ჩაღდება კომუნიკაცია. არ მიიყუჟო კუთხეში, ივარჯიშე მკაფიოდ და აქტიურად საუბარში. ჩაერთე ღიად და კეთილგანწყობით.

2. საუბრისას თვალის კონტაქტის დამყარება გავიწყდება

თუ საუბრობ და თვალით კონტაქტს არ ამყარებ, ამით განიზიდავ თანამოსაუბრეს, ყურადღება გადაგაქვთ შენგან. როდესაც თვალით კონტაქტს ამყარებ, თანამოსაუბრისთვის თითქმის შეუძლებელია, არ კონცენტრირდეს შენთან კომუნიკაციაზე.

3. ინტერესს არ იჩენ

ჯგუფური საუბრისადმი უინტერესობის გამოჩენა ჯგუფის მხრიდან იგნორირების გავრცელებული მიზეზებია. ადამიანები არაცნობიერად გრძნობენ, რომ შენ არ ხარ საუბარში ჩართული (მაშინაც კი, თუ ფიზიკურად იქ იმყოფები) და ისინი იგნორირებას მიმართავენ. აქ ხერხი იმაში მდგომარეობს, რომ არა მხოლოდ უსმინო საუბარს, არამედ გამოხატო, რომ უსმენ, ამისთვის:

  • იქონიე თვალით კონტაქტი;
  • უპასუხე სხვების ნათქვამს სხვადასხვა დამადასტურებელი ფრაზებით თუ ჟესტიკულაციით;
  • გააკეთე პერეფრაზირება;
  • დასვი დამაზუსტებელი შეკითხვები.

როდესაც აჩვენებ, რომ ჩართული ხარ და ყურადღები ხართ, შეამჩნევ, რომ მოსაუბრეთა ყურადღებაც შენსკენაა.

4. ჩაკეტილ სხეულის ენას იყენებ

თუ ჯგუფში მორცხვობ, შფოთავ იმაზე, რომ შეიძლება ადამიანებს არ მოეწონო, სხეულის ენასაც კეტავ. ამას საპირისპირო ეფექტი აქვს. ადამიანებს არ სურთ ურთიერთობა მასთან, ვინც მიუწვდომელი ჩანს. შეინარჩუნე სხეულის ღია ენა, ეცადე მეგობრულად და გახსნილად გამოიყურებოდე.  ეს შეიძლება რთული იყოს, განსაკუთრებით თუ ნერვიულობ, მაგრამ კარგი ამბავი ის არის, რომ შეგიძლია მოხერხებულად ითამაშო იქამდე, ვიდრე დახელოვნდები. ივარჯიშე სარკესთან, მოსინჯე და გაიმყარე სხეულის ღია ენა.

შენს შეტყობინებებს აიგნორებენ? „რატომ აიგნორებს ჩემს მესიჯს?“ „ვხედავ, რომ კითხულობს ჩემს შეტყობინებას, მაგრამ არ მპასუხობს.“ ეს სერიოზული დისკომფორტის გამომწვევი პრობლემაა და შეიძლება რამდენიმე ახსნა ჰქონდეს. პრობლემის გაცნობიერება დაიწყე იმ ზოგადი მიზეზებით, რომლებითაც ეს სტატია დავიწყეთ. ამის შემდეგ გაიაზრე კონკრეტული მიზეზები, რომელთა შორის შეიძლება იყოს:

  1. ძალიან წვრილმანდები

ძალიან დაწვრილმანება არსად ისე არ ყვირის საუბარში, როგორც მიმოწერაში. რეალურ საუბარში დაწვრილმანება შეიძლება უხერხული სიჩუმის დასაძლევად გამოგვდგომოდა, მაგრამ არა – ონლაინ. აქ ადამიანი ელის უფრო გაზიარებას, ვიდრე – წვრილმანებს. თუ შემოიფარგლები ისეთი შეტყობინებით, როგორიცაა „რა ხდება?“, დიდი რისკია, რომ ადრესატების უმრავლესობა ამ შეტყობინებას დააიგნორებს. ამ ფორმატში ადამიანები ელიან, რომ შეტყობინების გამგზავნი გაუზიარებს მათ შეტყობინების გაგზავნის მიზეზს. ყველაზე უფრო ეფექტიანია შეტყობინების მიზანი იყოს: 1) რაიმე კონკრეტულის განხილვა; 2) საუბრის ან შეხვედრის დაგეგმვა; 3) ადვილად აღსაქმელი მიმების გაზიარება; 4) ბმულის გაზიარება, რომელიც ზუსტად ვიცი, რომ მას მოეწონება, თუმცა აქ მნიშვნელოვანია ზომიერება, ადამიანი არ უნდა დაბომბო თუნდაც მისთვის საინტერესო ინფორმაციით.

  • ადამიანი დაკავებულია

ადამიანი შეიძლება უბრალოდ დაკავებული იყოს. მიეცი თავს უფლება, შენც იყო დაკავებული და ნახავ, რომ ეს ჩვეულებრივი რამაა. მისწერე? – დაელოდე იმას, როდის შეძლებს გიპასუხოს. დაელოდე თუნდაც 2 დღე და თუ ისევ პასუხი არ გაქვს, შეხსენება გაუგზავნე. თუ ისევ არ არის პასუხი, მაშინ გადახედე იმ ზოგად მიზეზებს, რის გამოც შეიძლება ადამიანი იგნორს მიმართავდეს.  

  • შენი შეტყობინებები არ არის ნათელი

ზოგჯერ ვინმემ შეიძლება უგულებელყოს იმიტომ, რომ შენი შეტყობინება არ არის ნათელი და გაუგებარია, რას გულისხმობ.  მოერიდე ბუნდოვნებას.

ახალ გარემოში ხარ და გრძნობ, რომ გაიგნორებენ? ეს ძალიან სტრესულია, თუმცა ჩვეულებრივი რამაა. შენ ახალ გარემოში ინტეგრირება გჭირდება. ამისთვის, პირველ რიგში, გააცნობიერე, რის გამო გაიგნორებენ.

1. ინიციატივა შენ გამოიჩინე. ადამიანები მიელტვიან დროის გატარებას მათთან, ვისთანაც თავს კომფორტულად გრძნობენ. ადამიანები, რომლებსაც სამსახურში, სასწავლებელში თუ სხვა გარემოში სამი ან მეტი ახლო მეგობარი ჰყავთ, როგორც წესი, ნაკლებ მოტივაციას ავლენენ ახალი სოციალიზაციისთვის. ეს გასაგებიცაა, მათი სოციალური მოთხოვნილებები დაკმაყოფილებულია. ეს ადამიანები შეიძლება დიდი ენთუზიაზმით არ შეეცადონ შენთან – ახალთან დაახლოებას. აქ პირადული არაფერია. ეს შენ უნდა გამოიჩინო ინიციატივა და გამოიჩინო ის განმეორებით. ამის გაკეთება საჭიროა და ეს მუშაობს. 

2. დაამყარე მეგობრობა. მეგობრობის მეტწილად საერთო ინტერესებზეა დაფუძნებული. იმ ადამიანთან ახლო მეგობრობა წარმოუდგენელიც კია, ვისთანაც არაფერი გაქვს საერთო. ამიტომ იქ, სადაც ახალი ხარ, მოძებნე იმ ადამიანთა ჯგუფი, რომლებთანაც საერთო ინტერესები გაქვს. შემდეგ შეგიძლია გამოიყენო ეს ინტერესი, როგორც მიზეზი მათთან კავშირის გასამყარებლად. საწყის ეტაპზე კომუნიკაციაში სწორედ ამ საერთო ინტერესებს გაუსვი ხაზი, ვიდრე ურთიერთობას გაამყარებ. შემდეგ ეს თავისთავად მოხდება. ასე მაგალითად, „გამარჯობა,როგორ მიდის შენი ფოტოგრაფიული პროექტი? გუშინ პარკში რამდენიმე ხანგრძლივი ექსპოზიციის ფოტო გადავიღე. გინდა შევხვდეთ და ერთად გადავიღოთ ფოტოები?“ ეს გასაოცრად უკეთ მუშაობს, ვიდრე არსაიდან დააბერტო: „გამარჯობა, სამსახურის შემდეგ გინდა შევხვდეთ?“ და თუ მაინც ისეთ ადამიანებთან დამეგობრებას შეეცდები, ვისთანაც არაფერი გაქვს საერთო, იმის რისკი, რომ დაგაიგნორონ, უფრო მაღალია და ეს გააცნობიერე.  

3. მიეცი დრო. მეგობრების შეძენას დრო სჭირდება და ამას გაგებით მოეკიდე. საკუთარი პერსონის თავსმოხვევის ნაცვლად, იქონიე მოთმინება, იყავი თანდათანობითი, ურთიერთობის გამყარებას დრო სჭირდება. ისწავლე ხანდახან მარტო ყოფნითაც ტკბობა.

4. იზრუნე მენტალურ ჯანმრთელობაზე. თუ უკიდურესად შფოთავ, დაუცველად გამოიყურები, ამან შეიძლება ადამიანები ნაკლებად მოტივირებული გახადოს შენთან ურთიერთობისთვის. რატომ? – იმიტომ, რომ როდესაც თავს უხერხულად ვგრძნობთ, ჩვენთან ურთიერთობაში მყოფი ადამიანებიც არაკომფორტულად გრძნობენ თავს და როგორც ადამიანებს, მათ აქვთ მიდრეკილება, თავი აარიდონ დისკომფორტს და უხერხულობას. როდესაც ადამიანებთან მოდუნებას შეძლებ, პრობლემა თავად მოგვარდება. როდესაც დეპრესია გვიტევს, ჩვენს ტვინში მიმდინარე პროცესებმა შეიძლება რეალობა დაამახინჯოს.მაგალითად,თუ კარგ ხასიათზე ვართ და შეტყობინებაზე პასუხს არ ვიღებთ, დიდი ალბათობით ვივარაუდებთ, რომ ადამიანი დაკავებულია. როცა დეპრესიულ მდგომარეობაში ვართ, ასეთ უპასუხო შეტყობინებასთან დაკავშირებით ისეთი ვარაუდები შეიძლება გაგვიჩნდეს, როგორიცაა „მე უსარგებლო ვარ“. ამიტომ თუ დეპრესია გიტევს, შეახსენე საკუთარ თავს, რომ დეპრესიის დროს შენი ტვინი გატყუებს. ჰკითხე საკუთარ თავს: როგორ იფიქრებს ბედნიერი ადამიანი ამ სიტუაციაზე? ვერ ვიტყვით იმას, რომ ეს დეპრესიის დაძლვაში დაგეხმარება, თუმცა ეს დაგეხმარება სიტუაციის რეალისტურ ხედვაში. ნუ დაელოდები, გამოიცნონ შენი დეპრესია. აცნობე მეგობრებს, რომ აფასებ მათ და მოგწონს მათთან ყოფნა, თუმცა ახლა რთული პერიოდი გაქვს და ამის გამო ხართ უგუნებოდ და არა მათი მიზეზით. ამის კვალდაკვალ მიხედეთ დეპრესიას, მიმართეთ ექიმს და მასთან ერთად დაგეგმეთ მკურნალობის მიდგომა. თანამედროვე მედიცინას და ფსიქოლოგიას მძლავრი არსენალი აქვს დეპრესიასთან გასამკლავებლად.  

5. იზრუნე იმაზე, რომ კარგად გამოიყურებოდე. ის თუ როგორ გამოვიყურებით, გავლენას ახდენს ჩვენს სოციალურ ცხოვრებაზე, გვინდა თუ არა ეს. კარგ ჰიგიენას, მოხდენილად ჩაცმას და თავის მოვლას შეუძლია დიდი ცვლილებები შეიტანოს ჩვენს ურთიერთობებშიც. პარამეტრების მიუხედავად, ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია მომხიბლავად გამოიყურებოდეს.  თუ თვითონ არ ხარ დარწმუნებული საკუთარ გემოვნებაში, მაშინ მიმართე ვარცხნილობის თუ ჩაცმულობის პროფესიონალ სტილისტს, იპოვე ის ფერები და სტილი, რომელიც საუკეთესოდ წარმოგაჩენს. ეს არის ის, რასაც ცნობილი ადამიანების, ჩვენი ფავორიტების და უმეტესობა აკეთებს.

წყარო:

https://learn.rumie.org/jR/bytes/why-do-people-ignore-me-how-should-i-respond

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top