ეს წიგნი არის იმის შესახებ, თუ როგორ ხსნის ბიოლოგია ადამიანის ფსიქიკურ ფენომენს, როგორია ურთიერთმიმართებები ბიოლოგიურ და ფსიქიკურ პროცესებს შორის. განიხილავს ფსიქოლოგიას ბიოლოგიური მეცნიერების პერსპექტივიდან და გვაჩვენებს თავის ტვინის, ნერვული სისტემის და გენეტიკური პროგრამის როლს ადამიანის ქცევით და მენტალურ პროცესებში. წიგნი გვეხმარება იმის ღრმა წვდომაში, თუ როგორ ხსნის ნეირომეცნიერება და გენეტიკა ადამიანის ფსიქიკას, ქცევას. წიგნის თავებში გაშუქებულია ისეთი საკითხები, როგორებიცაა ნეიროანატომიისა და ნეიროქიმიის როლი ემოციისა და გრძნობის, შეგრძნებისა და აღქმის, დასწავლისა და მეხსიერების პროცესებში. ავტორი კონცენტრირებულია იმაზე, რომ ფსიქოლოგიური ფენომენები ბიოლოგიური პროცესებისგან არათუ იზოლირებულნი არ არიან, არამედ მეტიც – გამომდინარეობენ კიდეც მათგან. წიგნი აგრეთვე გვაჩვენებს, თუ რა აკავშირებს ბიოლოგიურ ფსიქოლოგიას ფსიქოლოგიის სხვა მიმართულებებთან, მათ შორის – კლინიკურ და სოციალურ ფსიქოლოგიასთან; რა კავშირშია ბიოლოგიური პროცესები ისეთ სფეროებთან, როგორებიცაა მენტალური ჯანმრთელობა და სოციალური ქცევა. ეს წიგნი ბრწყინვალე რესურსია სტუდენტებისთვის, განკუთვნილია მენტალური ჯანმრთელობის სფეროს პროფესიონალებისთვის და ადამიანის ფსიქოლოგიით სიღრმისეულად დაინტერესებული მკითხველისთვის.
