Essentials of Exercise and Sport Psychology: An Open Access Textbook., Zenko and Jones., Society for Transparency, Openness, and Replication in Kinesiology., 2021  

ეს არის ბრწყინვალე სახელმძღვანელო, რომელიც განკუთვნილია პრაქტიკოსი ფსიქოლოგებისთვის, ფსიქოლოგიის შემსწავლელი სტუდენტებისთვის, საგანმანათლებლო სფეროს პროფესიონალებისთვის, სპორტის დარგის მუშაკებისთვის და მკითხველისთვის, რომელიც დაინტერესებულია სპორტის ფსიქოლოგიით და ფსიქოლოგიურ პროცესებსა და ფიზიკურ აქტივობას შორის ურთიერთქმედების პრობლემატიკით. წიგნში გაშუქებულია ფიზიკურ აქტივობასთან და სპორტთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური თეორიები და კონცეპციები. განხილულია ისეთი ფსიქოლოგიური ფაქტორების როლი სპორტულ ცხოვრებაში, როგორებიცაა თვითშეფასება, მოტივაცია, სტრესია, შფოთვა და სხვა. აგრეთვე მოწოდებულია რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა იქნას გამოყენებული ეს ცოდნა ფიზიკურ და სპორტულ აქტივობაში, ჯანსაღი ცხოვრების წესის შენარჩუნებაში. ძირითადი თემები, რასაც ეს წიგნი შეეხება, არის მენტალური და ემოციური ფაქტორები, რომელებიც გავლენას ახდენს სპორტულ ქცევაზე. შესაბამისად, გაშუქებულია ადამიანის მენტალური და ემოციური პლასტების გაუმჯობესების სტრატეგიები. ნაჩვენებია, თუ რა გავლენას ახდენს ფსიქოლოგიური ფაქტორები სპორტულ აქტივობაზე და პირიქით, როგორ ზემოქმედებს სპორტული აქტივობა მენტალურ ჯანმრთელობაზე. სახელმძღვანელო მდიდარია პრაქტიკული  მაგალითებით და სასარგებლო რჩევებით; თხრობის სტილი მსუბუქი და ადვილად გასაგებია.  წიგნის თავებში მოწოდებულია ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა: ფიზიკური ვარჯიშისა და სპორტის ფსიქოლოგიური კონცეფციები; ქცევის თეორიები და მოდელები; მოტივაციის პრობლემა სპორტსა და ფიზიკურ აქტივობაში; პიროვნული ფაქტორების როლი სპორტულ მიღწევებში; კოგნიტური და ემოციური ფაქტორები სპორტში და ფსიქოლოგიური უნარების ტრენირება; გუნდის დინამიკა და გუნდურობა; ფიზიკური ვარჯიში და მენტალური ჯანმრთელობა; განვითარების საკითხი სპორტის ფსიქოლოგიაში; სპორტული მიღწევების ამაღლების ტექნიკები; ფიზიკური ტრავმებისა და რეაბილიტაციის ფსიქოლოგიური ასპექტები; ეთიკის საკითხი სპორტის ფსიქოლოგიაში; სპორტის ფსიქოლოგიის სამომავლო ხედვა და პერსპექტივები.  

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top