ეს სახელმძღვანელო განკუთვნილია მათთვის, ვინც დაინტერესებულია კვლევის იმ ძირითადი პრინციპებით და მეთოდებით, რომლებსაც ქცევის მეცნიერება იყენებს. გაშუქებულია ისეთი საკითხები, როგორებიცაა ქცევის შემსწავლელ მეცნიერებებში კვლევის მეთოდის შერჩევა, მონაცემთა შეგროვების მეთოდები, შედეგების ინტერპრეტაცია და ანალიზის ტექნიკები. განხილულია კვლევის მეთოდების ზოგადი კონცეპციები, სამეცნიერო მეთოდის არსი და ემპირიული მონაცემების მნიშვნელობა, აგრეთვე – ქცევის კვლევის ეთიკური საფუძველი. ნაჩვენებია კვლევის დიზაინის ნაირსახეობა – ექსპერიმენტული, კორელაციური, ობსერვაციული კვლევების თავისებურებები. ახსნილია, თუ როგორ უნდა დაიგეგმოს და ჩატარდეს კვლევა იმისთვის, რომ მიღებულ იქნას მეცნიერულად სარწმუნო შედეგი. გაშუქებულია მონაცემთა შეგროვების მეთოდები, მათ შორის – გამოკითხვა, ინტერვიუ, დაკვირვება და შესაბამის ინტერპრეტაციისა და ანალიზის პროცესი. ყურადღება ეთმობა სტატისტიკური სარწმუნობის საკითხს, სტატისტიკურ მეთოდს და იმ ინსტრუმენტებს, რომელთაც ეს მეთოდი იყენებს; ნაჩვენებია სტატისტიკური კვლევისა და მონაცემთა დამუშავების ხერხები. საუბარია ქცევის მეცნიერების კვლევის მეთოდების პრაქტიკული გამოყენების პრობლემატიკაზე, ეთიკურ ასპექტებზე. წიგნი საინტერესო და გასაგები ენით არის დაწერილი, კარგად სტრუქტურირებულია, ნათლად განმარტებულია კომპლექსური საკითხები და გაჯერებულია მაგალითებით. მასალის ათვისებას აადვილებს შემაჯამებელი დებულებები და თვითშეფასების კითხვარები. ეს სახელმძღვანელო დიდი პოპულარობით სარგებლობს ფსიქოლოგიისა და მომიჯნავე დარგების სწავლების საქმეში. ის ღირებული რესურსია სტუდენტებისთვის კვლევის მეთოდების არსში წვდომისა და კვლევის უნარების გამომუშავების თვალსაზრისით.
