ეს ბრწყინვალე სახელმძღვანელო ძალიან მაღალ სტანდარტს აწესებს ფსიქოლოგიურ ლიტერატურაში. ის სამაგიდო წიგნი გახდა ოჯახის თერაპევტებისთვის, ბრწყინვალე სასწავლო რესურსია სტუდენტებისთვის და დიდი პოპულარობით სარგებლობს ფსიქოლოგიით და ფსიქოთერაპიით დაინტერესებულ მკითხველში. აქ ერთ წიგნად არის თავმოყრილი ოჯახის თერაპიის მთელი ცოდნა და მიღწევები. სახელმძღვანელოში გაეცნობით თანამედროვე პრაქტიკას და ოჯახის თერაპიის განვითარების ისტორიას, რომელმაც მე-20 საუკუნის 50-იანი წლებიდან დღემდე რთული და საინტერესო გზა გაიარა. თუკი ოჯახის თერაპიის პიონერები ფსიქოანალიტიკური თეორიის ველში გაერთიანდნენ და ამდენად, ოჯახური თერაპია სისტემურ მიდგომაზე დაამყარეს, მომდევნო წლებში ოჯახის თერაპევტების ინტერესის საგანი გახდა ადამიანის ცხოვრების ისეთი პრობლემები, როგორებიცაა ნივთიერებებზე დამოკიდებულება, მენტალური პრობლემები, ძალადობა და სხვა. ავტორები მიუკერძოებლად გვაცნობენ ოჯახის თერაპიის არსებულ სწავლებებს და ტექნიკებს. თხრობა ამომწურავი, თან – არამოსაწყენია, რამდენადაც მშრალი დებულებების ნაცვლად კონკრეტულ პრობლემატიკასა და კლინიკურ პრაქტიკაზეა მიმართული. ამომწურავად არის გაშუქებული ოჯახის თერაპიის არსებული თეორიები, კონცეპციები და პრაქტიკული მიმდინარეობები. წიგნში გაეცნობით ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ოჯახის თერაპიის განვითარება და თეორიული საფუძვლები; ოჯახის თერაპიის სტრუქტურული, სტრატეგიული, სისტემური, ფსიქოდინამიური, ემპირიული და კოგნიტურ-ბიჰევიორული მოდელები; თერაპიის პრაქტიკული ტექნიკები, მეთოდები, ინტერვენციის სტრატეგიები და ეთიკური პრობლემები; ოჯახის თერაპიის თანამედოვე მდგომარეობა და გამოწვევები, კულტურალური ასპექტები და მიღწევები. წიგნში უხვად არის შემთხვევებისა და კლინიკური მაგალითების განხილვა, რაც ნათლად აჩვენებს, თუ როგორ მუშაობენ სხვადასხვა თერაპიული მიდგომები პრაქტიკაში. წიგნი განკუთვნილია სტუდენტებისთვის, განათლების სპეციალისტებისთვის, პრაქტიკოსი ფსიქოლოგებისა და ფსიქოთერაპევტებისთვის. ის შესანიშნავი გზამკვლევია იმისა, თუ როგორ შეიძლება ოჯახთან თერაპიული მუშაობით გავაუმჯობესოთ კომუნიკაციები, გადავჭრათ კონფლიქტები და გავაჯანსაღოთ ურთიერთობები.
