ეს წიგნი არის იმის შესახებ, თუ როგორ ფიქრობენ, როგორ იქცევიან და როგორ ურთიერთობენ ადამიანები. წიგნი აერთიანებს ფსიქოლოგიურ თეორიებს, კვლევებს და პრაქტიკულ მაგალითებს, რომლებიც გვეხმარებიან გავიგოთ სოციალური ქცევა სხვადასხვა კონტექსტში. გაშუქებულია სოციალური ფსიქოლოგიის ისეთი არსებითი ცნებები, როგორებიცაა: 1. სოციალური აზროვნება – თვითაღქმა, თვითშეფასება, თვითპრეზენტაცია, სოციალური რწმენები და მათი გავლენა აღქმისა და გადაწყვეტილების პროცესზე; დამოკიდებულებების ზემოქმედება ქცევაზე და პირიქით. 2. სოციალური გავლენა – როგორ მოქმედებენ სხვები ჩვენს აზრებსა და ქცევაზე, როგორ ფორმირდება კონფორმიზმი და მორჩილება და აშისა და მილგრემის კლასიკური ექსპერიმენტები; ჯგუფის გავლენა – სოციალური ძალა და სოციალური უმოქმედობა, ჯგუფური აზროვნება. 3. სოციალური ურთიერთობები – სხვებთან ურთიერთობის ასპექტები; სოციალური ურთიერთობის პრობლემები: ცრურწმენები და დისკრიმინაცია, სტერეოტიპები, იმპლიციტური მიკერძოებულობა და მათი დაძლევის გზები; აგრესია – მისი ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორები; მიზიდულობა და სიყვარული – მიჯაჭვულობა, ორმხრივი აღიარება, დახმარების ქცევა – ალტრუიზმი, გამვლელის ეფექტი და სოციალური ნორმები. წიგნში გაშუქებულია ისეთი საკითხები, როგორებიცაა სოციალური ფსიქოლოგიის ცოდნის პრაქტიკული გამოყენება ცხოვრებაში, მარკეტინგში, პოლიტიკაში და სხვა. ასევე – სოციალური ფსიქოლოგიის როლი თანამედროვეობის პრობლემების გადაჭრაში, როგორებიცაა კლიმატის ცვლილება, გლობალური ჯანდაცვის საკითხები. ეს წიგნი ფართო გამოყენებას პოულობს ფსიქოლოგიის სასწავლო კურსებში მისი მკაფიო სტილის, საინტერესო მაგალითებისა და სამეცნიერო მტკიცებულებებზე დამყარებული თეორიული მასალის გამო. ახალ გამოცემაში შესულია უახლესი კვლევები, აგრეთვე ისეთი საკითხები, როგორებიცაა თანამდროვე ტექნოლოგიების და გლობალიზაციის გავლენა სოციალურ ფსიქოლოგიაზე.
