The CBT Anxiety Solution Workbook: A Breakthrough Treatment for Overcoming Fear, Worry, and Panic., Matthew McKay PhD, Michelle Skeen PsyD, Patrick Fanning, 2017., 208 pages

ეს წიგნი არის თვითდახმარებისთვის განკუთვნილი გზამკვლევი, რომელიც შეგვასწავლის კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიიის ტექნიკების გამოყენებას შფოთვის, შიშისა და პანიკის დასაძლევად. წიგნში მოცემულია სავარჯიშოები და სტრატეგიები, რომლებსაც შეიძლება  მივმართოთ ყოველდღიურ ცხოვრებისეულ სიტუაციებში. ადამიანი, რომელსაც შფოთვითი დარღვევა აწუხებს, ერიდება იმ სიტუაციებს, სადაც შფოთვა ეუფლება, თუმცა ამგვარი თავის არიდება სულაც არ არის შფოთვის დაძლევის საშუალება, პირიქით, შფოთვითი პრობლემა კიდევ უფრო მძიმდება. ეს წიგნი გვასწავლის, რომ შეგვიძლია დავძლიოთ შიში და შფოთვა, დავძლიოთ მისი მენტალური და ფიზიკური გამოვლინებები. ეს წიგნი გვასწავლის, რომ ჩვენ ვართ ჩვენს შფოთვაზე ძლიერი! ეს წიგნი გვეხმარება ვიქცეთ საკუთარ შფოთვაზე დამკვირვებლად და არა – შფოთვაზე დამორჩილებულად, გავაცნობიეროთ საკუთარი განცდები და ფიქრები,  არსენალში ვიქონიოთ შფოთვასთან გამკლავების უნარები, რის შედეგად ჩვენ ვმართავთ შფოთვას და არა – პირიქით.  წიგნში ახსნილია, თუ როგორ შეგვიძლია ჩვენი დამოკიდებულებისა და ქცევის ცვლილებით დავეხმაროთ საკუთარ თავს შფოთვასთან გამკლავებაში. აქ მოცემულია შფოთვასთან გამკლავებისთვის განკუთვნილი ის ტექნიკები, რომლებსაც იცნობს და იყენებს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია. ეს წიგნი დაგეხმარებათ გააცნობიეროთ შფოთვის ბუნება, მისი წარმომავლობა და გამოხატულება; შეგასწავლით პრაქტიკულ სავარჯიშოებს და თვითდახმარების ტექნიკებს, რომლებიც დაგეხმარებიან როგორც შფოთვის მოხსნაში, ისე – მის არიდებაში. სავარჯიშოების საშუალებით ნაბიჯ-ნაბიჯ აითვისებთ შიშის გაცნობიერებას, მის კონტროლს, რელაქსაციის ტექნიკას. წიგნში მოწოდებულია ისეთი პრაქტიკული ინსტრუმენტები, როგორებიცაა ფიქრების ჩაწერა, ექსპოზიციური სავარჯიშოები, სტრესის შემცირებისა და პანიკის მართვის ტექნიკები.  ეს წიგნი დაგეხმარებათ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში. 

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top