A Cure for Darkness: The Story of Depression and How We Treat It., Alex Riley., Scribner, 2022., 464 pages

ამ წიგნში მოთხრობილია დეპრესიის შესახებ – მისი ისტორია, მიზეზები, გამოხატულება,  მკურნალობა. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ დეპრესია კაცობრიობის ასაკის პრობლემაა. ის დღესაც მთელი ძალით უტევს თანამედროვე ადამიანს და გლობალური ჯანმრთელობის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. წიგნი გვაძლევს პასუხებს შეკითხვებზე: არის თუ არა დეპრესია მუდმივი უგუნებობა თუ ის სხვადასხვა სიმპტომთა მონაცვლეობაა? შეიძლება თუ არა, რომ დეპრესია მოვაქციოთ ერთ დიაგნოზში თუ ის  მთელი რიგი ფსიქიკური დარღვევების კუთვნილებაა? შესაძლებელია თუ არა დეპრესიისგან განკურნება? ავტორი განიხილავს დეპრესიის პრობლემასთან დაკავშირებულ სამეცნიერო კვლევებს, ისტორიულ წყაროებს, კლინიკურ შემთხვევებს. აღწერს, თუ დეპრესიასთან მიმართებით რა გავლენა შეიძლება ქონდეს განსხვავებულ კულტურას და განსხვავებულ სამედიცინო მიდგომებს. წიგნში აღწერილია აგრეთვე დეპრესიის მიმდინარეობაში ადრეული ჩარევის პრაქტიკა, თერაპიის მიდგომები, ფარმაკოლოგიური საშუალებები. ავტორი მოგვითხრობს დეპრესიასთან დაკავშირებულ საკუთარ გამოცდილებაზეც, რაც კიდევ უფრო მეტ სიღრმეს სძენს წიგნის შინაარსს. წიგნის ავტორი ალექს რილი სამეცნიერო ჟანრის ცნობილი ბრიტანელი მწერალია. ‘The New Yorker’ მის შესახებ ამბობს: „მემუარული თხრობით, კლინიკური შემთხვევების განხილვით და ახალი თერაპიული საშუალებების გაშუქებით ავტორი აანალიზებს იმას, რაც ჯერ კიდევ ახალგაზრდა და პრობლემური მეცნიერებაა.“ წიგნი განკუთვნილია ყველასთვის, ვინც დაინტერესებულია დეპრესიის პრობლემატიკით. 

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top