ეს მოხერხებული გზამკვლევი განკუთვნილია მენტალურ კრიზისებზე ეფექტიანი რეაგირებისთვის. აქ მოწოდებულია ის ინფორმაცია და სტრატეგიები, რომელთაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ფსიქიატრიული დახმარების სფეროში. წიგნი ორიენტირებულია ფსიქიკური დაავადებების მქონე ადამიანების საჭიროებებზე და მოიცავს იმ პრობლემებს, რომლებსაც ეს ადამიანები ცხოვრების მანძილზე აწყდებიან. გზამკვლევი დამხმარე სახელმძღვანელოა პირველადი ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის. მასში გაშუქებულია ყველაზე უფრო ხშირ კრიზისულ შემთხვევებზე საპასუხო რეაგირების პრაქტიკული სტრატეგიები. გზამკვლევში მოცემული ინფორმაცია იოლად აღქმადია, მოწოდებულია პუნქტების და ცხრილების გამოყენებით. წიგნში მოცემულია პრაქტიკული მაგალითები, წამლების ცნობარი, შეფასების ინსტრუმენტები და ტერმინოლოგიის განმარტება. სახელმძღვანელო ხელმისაწვდომია ელექტრონული რესურსის ფორმითაც. ორგანიზებულია თორმეტი თავის სახით. გაშუქებულია ისეთი საკითხები, როგორებიცაა მენტალური დაავადების არსი და მენტალური ჯანმრთელობის სფერო, ფსიქიატრიული სტიგმის და დისკრიმინაციის პრობლემა, პირველადი ჯანდაცვის რგოლის როლი მენტალური ჯანმრთელობის სფეროში, ფსიქიატრიული სერვისების ორგანიზება და კოორდინაცია, კრიზისის ინტერვენციის გუნდი და სათემო სერვისები, მენტალური ჯანმრთელობის ძირითადი პრაქტიკა და ფსიქოგანათლება, მენტალური დაავადებების მიმოხილვა და კლასიფიკაცია, მენტალური დაავადებების აღწერა და შეფასება, კრიზისული სიტუაციის რისკის შეფასება, ამ მხრივ საყურადღებო ქცევები და მათზე რეაგირება, ტრავმაზე მუშაობა, ფარმაკოლოგიური პრეპარატები და მათი კატეგორიები, ურთიერთმიმართება კულტურასა და მენტალურ ჯანმრთელობას შორის, მენტალური დაავადებების თანმდევი პათოლოგიები და მათი მოვლა, მძიმე დანაკარგით გამოწვეული მენტალური პრობლემები და მათი დახმარება, მენტალური ჯანმრთელობის საკანონმდებლო და ეთიკური საკითხები.
