ამ წიგნის საშუალებით გაეცნობით ფსიქოლინგვისტიკის ფუნდამენტურ ასპექტებს, სიღრმისეულად გააცნობიერებთ კავშირს ლინგვისტიკასა და ფსიქოლოგია შორის. წიგნში განხილულია სამეტყველო ენის წარმოების და მისი გაგების კოგნიტური პროცესები, სამეტყველო ენის განვითარების თეორიები და მოდელები. ამომწურავად და საინტერესოდ არის გაშუქებული ისეთი საკითხები, როგორებიცაა: 1. სამეტყველო ენა და კოგნიცია: ლინგვისტიკის ფუნდამენტური კონცეპციები, მათ შორის – ენის სტრუქტურა, ბგერის ბუნება (ფონოლოგია), სიტყვის ფორმირება (მორფოლოგია), წინადადების სტრუქტურა (სინტაქსი), ლინგვისტური მნიშვნელობა (სემანტიკა); ლინგვისტური ელემენტების დამუშავებისა და ენის ფლობის კოგნიტური მექანიზმები. 2. ფსიქოლინგვისტური თეორიები; სამეტყველო ენა, როგორც კოგნიტური პროცესი და აბსტრაგირებული აზროვნების გამოხატულება. 3. მეტყველების განვითარება: კოგნიტური ფუნქციის როლი მეტყველების განვითარებაში; უცხო ენების შესწავლა და მისი კოგნიტური თეორიები. 4. ენის ფლობა: ენის გაგება ბგერისა და სიტყვის ინტერპრეტირებიდან წინადადების აზრის წვდომამდე; წინადადების შემუშავება; მუშა მეხსიერება; ორაზროვნების ამოხსნა სამეტყველო თუ წერით მეტყველებაში. 5. სამეტყველო ენის შემუშავება: მეტყველების წარმოშობა, თავის ტვინის როლი სამეტყველო ფუნქციაში და მეტყველების პრობლემები. 6. წერა და კითხვა: წერა-კითხვასთან დაკავშირებული კოგნიტური პროცესები; წერითი სიმბოლოების დეკოდირება; ტექსტის გაგება, წერითი მეტყველების წარმოება, წიგნიერების განვითარება და სხვადასხვა ტიპის წერითი სისტემების ზემოქმედება კოგნიტურ პროცესებზე. 7. ბილინგვიზმი და მულტილინგვიზმი: სხვადასხვა ენების ფლობის უნარი, როგორც ტვინის ფუნქცია; ბილინგვიზმისა და მულტილინგვიზმის კოგნიტური ბენეფიტები და გამოწვევები; ბილინგვიზმისა და მულტილინგვიზმის გავლენა გონებრივ განვითარებაზე. 8. მეტყველების დარღვევები: მეტყველების შეფერხების ფორმები და თავის ტვინის როლი ამ დარღვევების ეთიოპათოგენეზში; მეტყველების პრობლემების დაძლევის თერაპიული და საგანმანათლებლო მიდგომები. 9. უძველესი ენები და ენის პერსპექტივები: ენის ფუნქცია კულტურალურ კონტექსტში. წიგნი ორგანიზებულია ლოგიკურად, თხრობა ადვილად გასაგებია. უხვად გვხვდება ილუსტრაციები და მაგალითები, რაც მკითხველს კომპლექსური კონცეპციების უკეთ გაგებაში ეხმარება. ყოველი თავი სრულდება კითვარებით თვითშეფასებისთვის. წიგნი ხელმისაწვდომია როგორც ბეჭდურ, ისე ელექტრონულ ფორმატში. განკუთვნილია ფსიქოლოგიის შემსწავლელი სტუდენტებისთვის, აგრეთვე ფსიქოლოგიის დარგის პროფესიონალებისთვის, ლინგვისტებისა და კოგნიტური ფუნქციების მკვლევარებისთვის, აგრეთვე მკითხველთა ფართო წრისთვის, რომელთა ინტერესის საგანს სამეტყველო ენა და ფსიქოლინგვისტიკა შეადგენს.
