წიგნში გაშუქებულია როლურ თამაშზე დაფუძნებული ფსიქოდრამის პრინციპები, მეთოდები და მისი თერაპიული გამოყენება. წიგნი წარმოადგენს როგორც თეორიულ მიმოხილვას, ისე პრაქტიკულ სახელმძღანელოს. ის სასარგებლო იქნება სტუდენტებისთვის და ფსიქოთერაპევტებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან როლური თამაშების გამოყენებით პრაქტიკაში. წიგნში გაშუქებულია შემდეგი საკითხები: 1. ფსიქოდრამის ისტორია და თეორიული საფუძვლები: ჯეიკობ მორენოს წვლილი ფსიქოდრამის განვითარებაში, მის მიერ სოციომეტრიის თეორიის შემუშავება; ფსიქოდრამის ფუნდამენტური კონცეპციები, მათ შორის – სპონტანურობა, კრეატიულობა და ამ კონცეპციების ადგილი თერაპიულ პროცესში. 2. ფსიქოდრამის ტექნიკები: სპონტანურობისა და კრეატიულობის იდეა; როლური თამაში, როგორც რეალური ცხოვრებისეული სიტუაციების გაცნობიერების საფუძველი; ფსიქოდრამის ფასილიტატორი და მისი როლი რეფლექსიაში; ფსიქოდრამის სხვადასხვა ტექნიკების როლი კონფლიქტებისა და პრობლემების გადაჭრის, ურთიერთობების ნორმალიზების ამოცანებში. 3. ფსოქოდრამის თერაპიული გამოყენება: ფსიქოდრამა ინდივიდუალურ და ჯგუფურ თერაპიაში; ფსიქოდრამის გამოყენება ტრავმასთან და გადაუჭრელ ემოციურ კონფლიქტებთან; ფსიქოდრამის გამოყენება სხვადასხვა მენტალური დარღვევების, მათ შორის შფოთვის, დეპრესიის, პიროვნული აშლილობების დროს; ფსიქოდრამის როლი ოჯახურ თერაპიაში. 4. ეთიკური ასპექტები: როლური თამაშების უსაფრთხოების საკითხი; უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემო; თერაპიის საზღვრები. 5. თანამედოვე მდგომარეობა და კვლევა: ფსიქოდრამის გამოყენება თანამედროვე ფსიქოთერაპიაში; ინტეგრირება ნეირომეცნიერებისა და თანამედროვე თერაპიების მიღწევებთან; სამეცნიერო მტკიცებულებები და ეფექტიანობა. 6. პრაქტიკული გზამკვლევი ფსიქოთერაპევტებისთვის: ტრეინინგი და სუპერვიზირება, ფსიქოთერაპიული უნარების განვითარება ფსიქოდრამაში, სუპერვიზირების მნიშვნელობა და უწყვეტი განათლების მნიშვნელობა. 7. შემთხვევათა ანალიზი: პრაქტიკული მაგალითები და შემთხვევები.
