ეს საინტერესო წიგნი ჩვევების შესახებაა. ის განგვიმარტავს, თუ როგორ წარმოიშობა ჩვევები, რა გავლენას ახდენენ ისინი ჩვენი პირადი ცხოვრების, საქმიანობის და ურთიერთობების ფორმირებაზე, როგორ მუშაობენ ჩვევები და როგორ შეიძლება შევცვალოთ ისინი. წიგნში განხილულია კონცეპცია „ჩვევების ციკლი“ და ჩვევის ციკლის კომპონენტები – სიგნალი, რუტინა, ჯილდო. ამ ციკლის ცოდნა საშუალებას იძლევა, დავეხმაროთ ადამიანებს და ორგანიზაციებს შეცვალონ მათი ჩვევები და გაიუმჯობესონ შედეგები. წიგნის კითხვის კვალდაკვალ ვაცნობიერებთ, თუ რატომ არის რთული ზოგიერთი ადამიანისა და კომპანიისთვის, წლების მანძილზე მცდელობის მიუხედავად, ცვლილებების განხორციელება მაშინ, როცა სხვებისთვის ეს სირთულეს არ წარმოადგენს. რეგულარული სპორტის, წონის კლების, რევოლუციური კომპანიის შექმნის, წარმატებული სოციალური მოძრაობის, წარმატების მიღწევის საიდუმლოს გასაღები ჩვევების მუშაობის ცოდნაშია. წიგნი შედგება სამი ნაწილისგან: 1. ინდივიდუალური ჩვევები: როგორ ფორმირდება ისინი, როგორ მართავენ ინდივიდუალურ ქცევას და როგორ შეუძლია ინდივიდს შეცვალოს ისინი. 2. ორგანიზაციული ჩვევები: როგორ იყენებენ წარმატებული კომპანიები სწავლებას ჩვევების შესახებ და ამი გზით როგორ ზრდიან საკუთარ პროდუქტიულობას და წარმატებას. 3. სოციალური ჩვევები: ჩვევების როლი დიდ სოციალურ ძვრებსა და ცვლილებებში.
