ძილი ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, თუმცა კი ყველაზე რთულად ასახნელი მხარეა. დიდი ხნის მანძილზე მეცნიერებას არ ქონდა პასუხები შეკითხვებზე: რატომ გვძინავს? რას ემსახურება ძილი? რატომ გვიზიანდება ჯანმრთელობა უძილობის პირობებში? რა არის სიზმარი? ძილის შესახებ სამეცნიერო კვლევები განსაკუთრებით განვითარდა ბოლო ოცი წლის მანძილზე და მათ დიდი სინათლე შეიტანეს ძილის პრობლემატიკის გაგებაში. ამ წიგნში გამოჩენილი ნეირომეცნიერი და ძილის ექსპერტი მატეო ვოლკერი გვაწვდის ინფორმაციას ძილისა და სიზმრის სასიცოცხლო მნიშვნელობის შესახებ. ძილი აუმჯობესებს კოგნიტურ ფუნქციებს, აწონასწორებს ჩვენს ემოციებს, არეგულირებს იმუნიტეტს და მეტაბოლიზმს. სიზმარი ამსუბუქებს მტკივნეულ მოგონებებს, ქმნის სივრცეს ვირტუალური რეალობისთვის, სადაც ტვინი აერთიანებს წარსულ და აწმყო ცოდნას. სამეცნიერო მონაცემებსა და კლინიკურ პრაქტიკაზე დაყრნობით ავტორი გვიხსნის თუ როგორ გამოვიყენოთ ძილი გუნება-განწყობილებისა და კოგნიტური ფუნქციების გასაუმჯობესებლად, ენერგიის დონის შესანარჩუნებლად, ჰორმონული რეგულირებისთვის, სიმსივნის, დემენციის, დიაბეტის და სხვა პათოლოგიების პრევენციისთვის, საქმიანობის პროდუქტიულობის გაზრდისთვის. წიგნში შესულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითები, როგორებიცაა ძილის მნიშვნელობა, ძილის ქრონიკული დეპრივაცია, ძილის სტადიები, სიზმარი, ძილი და მეხსიერება, ძილის ჰიგიენა და პრაქტიკული რჩევები.
