წიგნი ეხება ისეთ საკითხს, როგორიცაა ჰიპნოზის გამოყენება ძილის დარღვევების სამკურნალოდ. მასში გაშუქებულია ძილის პათოლოგიების ინტერვენციაში ჰიპნოზის შესაძლებლობები, როგორც მონოთერაპიის სახით, ისე სხვა თერაპიებთან კომბინაციაში. აქ გაეცნობით ჰიპნოზის თეორიულ საფუძვლებს, ჰიპნოზის ტექნიკებს და სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მის ეფექტიანობას ძილის დარღვევებთან მიმართებაში. წიგნში მოწოდებულია შემდეგი საკითხები: 1. ჰიპნოზის განმარტება: ჰიპნოზის ფენომენი, ჰიპნოზის მუშაობა, ჰიპნოზის ისტორია და თერაპიული მიზნებისთვის მისი გამოყენების გამოცდილება. 2. ძილის დარღვევები: ინსომნია, ძილის აპნოე, პარასომნია, მათი სიმპტომები, მიზეზები, გავლენა ადამიანის ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხზე. 3. ძილის მექანიზმი: ძილის ფიზიოლოგია, ძილის ფაზები, ცირკადული რიტმი და ძილის ხარისხზე მოქმედი ფაქტორები. 4. ჰიპნოზი და მისი მექანიზმები: ჰიპნოზის გალენა ძილის ციკლზე, ტვინის აქტივობასა და სხვადასხვა ფიზიოლოგიურ პროცესებზე, ჰიპნოტური რელაქსაცია და სტრესის შემცირება. 5. ჰიპნოზის კლინიკური გამოყენება ძილის დარღვევების დროს: ჰიპნოზის სპეციფიკური გამოყენება ძილის მართვის მიზნით, თერაპიული ტექნიკები – რელაქსაცია, სუგესტია, კოგნიტურ-ბიჰევიორალური ტექნიკა. 6. თვითჰიპნოზი: თვითდახმარებისთვის განკუთვნილი ჰიპნოზის ტექნიკები. 7. ჰიპნოზი და სხვა სამკურნალო საშუალებები: ჰიპნოზის შედარება ტრადიციულ სამკურნალო მიდგომებთან, მათ შორის ფარმაკოლოგიურ ჩარევასთან და სხვა რელაქსაციურ ტექნიკებთან, ჰიპნოზის უპირატესობები. 8. კლინიკური შემთხვევები და სამეცნიერო მტკიცებულებები. 9. პრაქტიკული და ეთიკური პრობლემები. 10. ძილის დარღვევების მკურნალობაში ჰიპნოზის გამოყენების პერსპექტივები. წიგნში ამომწურავად არის მოწოდებული უაღრესად საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები. ის სასარგებლო სახელმძღვანელო იქნება როგორც ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის, ისე ძილის პრობლემატიკით დაინტერესებული მკითხველისთვის.
