The Person and the Situation: Perspectives of Social Psychology., By Lee Ross, Richard E. Nisbett., Pinter & Martin.,  2011

ეს არის საინტერესო წიგნი, რომელიც მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ინდივიდუალური და სიტუაციური ფაქტორები ადამიანის ქცევის ჩამოყალიბების პროცესში. აქ გაეცნობით იმ ექსპერიმენტებს და თეორიებს, რომლებიც ცხადყოფენ შემდეგს: ჩვენ ხშირად გადამეტებულად ვაფასებთ საკუთარ წვლილს ისე, რომ მხედველობაში არ ვღებულობთ გარემოს ზეგავლენას. გარემო ფაქტორები, როგორებიცაა, მაგალითად, სოციალური ნორმები, კულტურალური ღირებულებები, ავტორიტეტული ფიგურები და სხვადასხვა კონტექსტები, გადამწყვეტ როლს ასრულებენ პერსონალური განწყობებისა და ქცევების ფორმირებაში, წარმართავენ ჩვენი მსჯელობის და შეფასების ორიენტირებს. ინდივიდუალური და სიტუაციური ფაქტორების ურთიერთქმედების გაგება ადამიანის ქცევის, როგორც სოციალური ფენომენის, გაგების მნიშვნელოვანი საფუძველია. წიგნში ყურადღება ეთმობა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ატრიბუციის ფუნდამენტური შეცდომა – სუბიექტური განწყობების გავლენა სხვათა ქცევის აპერცეფციაზე; სიტუაციის ძალა და მისი როლის შედარება ინდივიდუალური თავისებურებების როლთან; კონტექსტის მნიშვნელობა სოციალურ აპერცეფციაში, მისი გავლენები სოციალურ შეფასებებზე, ერთი და იგივე ქცევის შეფასების ნაირგვარობა სოციალური კონტექსტიდან გამომდინარე; კულტურალური კონტექსტის გავლენა სოციალური ქცევის ფორმირებაზე, ერთი და იგივე ქცევის განსხვავებული ინტერპრეტაცია კულტურალური განსხვავებების ნიადაგზე; სოციალური ფსიქოლოგიის გავლენა თანამედროვე ადამიანის ფუნქციობაზე – საქმიანობაზე, კორპორატიულ აქტივობაზე, სტერეოტიპებისა და დისკრიმინაციის დაძლევაზე. წიგნი ორგანიზებულია რვა თავის სახით. განკუთვნილია სოციალური ფსიქოლოგიით, ადამიანის ქცევით და ქცევის ფაქტორებით დაინტერესებული მკითხველისთვის.

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top