Shift: Managing Your Emotions-So They Don’t Manage You., Ethan Kross., Crown Publishing Group., 2025, 288 pg

ამ წიგნს უწოდეს „საკუთარი ემოციური ცხოვრების ფლობის რევოლუციური გზამკვლევი“. ეს არის ყოველდღიურ ემოციურ მოულოდნელობებთან გამკლავების გეგმა. წიგნი, როგორც თვითფლობის ბრწყინვალე სახელმძღვანელო, გამოსვლისთანავე ბესტსელერად იქცა. ის გვასწავლის, როგორ ვმართოთ საკუთარი ემოციური ცხოვრება იმ ინსტრუმენტების გამოყენებით, რომლებიც ხელთ გვაქვს. ჩვენი ცხოვრება მთლიანად ემოციური მომენტებისგან შეგდება. ჩვენი ყოველდღიურობა წარმოადგენს სხვას რას, თუ არა ამა თუ იმ მოვლენებთან დაკავშირებულ ემოციურ რყევებს, იქნება ეს ექიმთან ვიზიტით გამოწვეული შფოთვა, საცობში გაჭედვის გამო აღელვება თუ  მტკივნეულ დანაკარგთან დაკავშირებული განცდა. ემოციების სუპერძალის მიუხედავად და იმის მიუხედავად დადებითი ემოციებია ისინი, თუ – უარყოფითი, ემოცია პირველ რიგში ინფორმაციაა. როცა ემოცია აქტიურდება, ის იმუნური სისტემის მსგავს ფუნქციას ასრულებს: ეს არის სიგნალი იმისთვის, რომ რეაგირება მოვახდინოთ. მეტიც, ემოციები გვეხმარებიან სწორი არჩევანის გაკეთებაში, ემოციის გარეშე იქნებოდა კი ჩვენი რეაქციები შედეგიანი ან გვექნებოდა კი საერთოდ რეაქცია? კიდევ უფრო მნიშვნელოვანი შეკითხვაა, ვიცით კი საკუთარ ემოციებთან ურთიერთობა? როგორ ვამუშავებთ ემოციებს – ჩვენს სასარგებლოდ თუ ჩვენს საწინააღმდეგოდ? ეს წიგნი ამ შეკითხვებზე პასუხია. ავტორი თვალს უსწორებს ემოციებთან დაკავშირებულ მითებს და გვაყენებს ემოციების გამოხატვის თუ შეკავების, ემოციების მიშვების თუ მართვის არჩევანის წინაშე. აქ გაეცნობით იმ ადამიანების ცხოვრებისეულ ისტორიებს, რომლებიც იბრძოდნენ და იმარჯვებდნენ საკუთარ ემოციებზე. წიგნის ავტორი დაგვანახებს იმ ინსტრუმენტებს, რომლებიც ჩვენ აპრიორი გვაქვს – ჩვენს ორგანიზმში, ჩვენს ფსიქიკაში, ჩვენს ურთიერთობებში, ჩვენს კულტურულ და ფიზიკურ გარემოში და გვასწავლის, თუ როგორ გამოვიყენოთ ეს არსენალი იმისთვის, რომ ვიყოთ უფრო ჯანმრთელები და უფრო წარმატებულები. წიგნი წარმოადგენს ქმედითი რჩევების, მოწინავე კვლევების და შთამბეჭდავი ისტორიების კრებულს. ის გვასწავლის იმ ინსტრუმენტების ფლობას და გამოყენებას, რომლებიც მომადლებული გვაქვს და რომელთა საშუალებით ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ რეალობა, სადაც ჩვენ ვმართავთ ჩვენს ემოციებს (და არა – პირიქით), ვეხმარებით საკუთარ თავს და სხვებს. 

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top