ხართ თამაშზე დამოკიდებული? გინდათ თავი დააღწიოთ თამაშის მოთხოვნილებას? მაშინ ეს წიგნი თქვენთვისაა. ეს წიგნი გვაძლევს ყველა საჭირო ინფორმაციას გემბლინგის პრობლემაზე, მის ნაირსახეობაზე, მის სიმპტომებზე და მისი დაძლევის შესაძლებლობებზე. წიგნი ბრწყინვალე სახელმძღვანელოა, როგორც დამოკიდებულების მქონე ადამიანისთვის, ისე – მისი ოჯახის წევრებისთვის. ის საშუალებას გვაძლევს, გავერკვეთ ზოგადად ადიქციის ბუნებაში, აზარტულ თამაშზე დამოკიდებულების თავისებურებაში და მასთან გამკლავების სტრატეგიებში. აქ ვრცლად გაეცნობით გემბლინგის ფსიქოლოგიას: ერთის მხრივ, იმ პროცესებს, რომლებიც თავის ტვინში ხდება თამაშის დროს და მეორეს მხრივ, იმ ცვლილებებს, რომელთაც თამაშზე დამოკიდებულება ახდენს თავის ტვინზე. გაეცნობით თამაშზე დამოკიდებულების დაძლევის გზებს, მათ შორის ფსიქოთერაპიისა და მედიკამენტური მკურნალობის შესაძლებლობებს, ავტოტრეინინგს და რეაბილიტაციის პროგრამებს, ფინანსურ სტრატეგიებს და სხვა. წიგნი თამაშზე დამოკიდებულ ადამიანს და მის ოჯახს ასწავლის, თუ რით და როგორ დაიწყონ ამ პრობლემისგან თავის დახსნა. წიგნში განხილულია ფაქტები და მითები გემბლინგის შესახებ. აქ მიიღებთ ფასეულ რჩევებს თამაშზე დამოკიდებულების მქონე ადამიანის ოჯახის წევრებისთვის, რა შეიძლება გააკეთონ მათ და რა არ უნდა გააკეთონ; როგორ დაუჭირონ სწორად მხარი ამის საჭიროების მქონე ოჯახის წევრს. წიგნი გასწავლით, როგორ მიაღწიოთ ნებელობის გაძლიერებას და თვითფლობას, რა აუცილებელი ფინანსური ღონისძიებები უნდა გასწიოთ, როგორ და სად მიიღოთ პროფესიონალური დახმარება. წიგნი განიხილავს გემბლინგს, როგორც სერიოზულ ადიქციას, რომელიც საჭიროებს მრავალწახნაგიან ჩარევას – მენტალურ, ემოციურ და ფინანსურ გეგმას და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ოჯახის დინამიკას და ოჯახის როლს თამაშზე დამოკიდებულების მქონე წევრის მხარდაჭერის თვალსაზრისით.
