When the panic attacks: The New, Drug-Free Anxiety Therapy That Can Change Your Life., David D. Burns., Harmony/Rodale/Convergent., 2006

გაწუხებთ შიში, ფობია ან პანიკური შეტევები? წრიალებთ ღამით საწოლში და იტანჯებით სამსახურთან, ოჯახთან, ჯანმრთელობასთან, ურთიერთობებთან დაკავშირებული წუხილის გამო? გეუფლებათ გადაულახავი სიმორცხვე და საკუთარ თავში დაურწმუნებლობა? მაშინ თქვენი პრობლემა შფოთვითი მდგომარეობაა და ყველაზე მთავარი, რასაც ამ მდგომარეობაში ვერ აცნობიერებთ არის ის, რომ ეს შიშები თითქმის არასდროს ეფუძნება რეალობას. თუკი ასეთი შფოთვა მუდმივ ან უკიდურესად გამოხატულ ხასიათს იძენს, მაშინ თქვენ შფოთვითი დაავადების წინაშე ხართ. შფოთვა კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე ძველი პრობლემაა. შფოთვის სიმპტომებს – შიშს, მოუსვენრობას და დაძაბულობას  ორგანიზმი პასუხობს სტრესის რეაქციით – „შეუტიე/გაიქეცი/ გაშეშდი“, რასაც თან სდევს ფსიქოლოგიური, ფიზიკური და ქცევითი ცვლილებები, ასევე – სომატური გამოვლინებები, როგორებიცაა გულის აჩქარება, სუნთქვის გაძნელება და სხვა.  როცა შფოთავთ, კარგავთ საკუთარ თავს. თქვენ არწმუნებთ თავს იმაში, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. აქ ჩამოთვლილ კოგნიტურ მოდელებს შორის, რომლებიც შფოთვისთვის არის დამახასიათებელი, შეიძლება საკუთარი თავი ამოიცნოთ. მოდელი 1. ყველაფერი ან არაფერი: “როცა პრეზენტაციაზე გავდივარ, არაფერი მახსოვს და ყველა ფიქრობს, რომ უჭკუო ვარ!“ მოდელი 2. წინასწარმეტყველება: „ვიცი, რომ გამოცდაზე ტვინი გამეყინება და ვერ ჩავაბარებ!“ მოდელი 3.  აზრების წაკითხვა: „წვეულების ყველა მონაწილე ხედავს, როგორ ვღელავ!“ მოდელი 4. გაზვიადება: „ფრენა ძალიან საშიშია, მგონია, რომ ზუსტადაც ჩემი თვითმფრინავი ჩამოვარდება!“ მოდელი 5. მტკიცება: „მე არ უნდა ვიყო ასეთი მშფოთვარე და საკუთარ თავში დაურწმუნებელი, სხვები ასე არ არიან!“ მოდელი 6. ემოციური განსჯა: „ისეთი გრძნობა მაქვს, რომ აფეთქების ზღვარზე ვარ!“ მოდელი 7. თვითბრალდება: „რა მჭირს, რა ხელმოცარული ვარ!“ მოდელი 8. მენტალური ფილტრი: „რატომ ვერაფერს ვაკეთებ? ჩემი ცხოვრება ერთი დიდი პროკრასტინაციაა!“ ახლა წარმოიდგინეთ, როგორი იქნებოდა ცხოვრება ასეთი ფიქრების გარეშე: დასაძინებლად მიდიხართ მშვიდად, შეგიძლიათ მოდუნდეთ და ტკბილად დაიძინოთ; სიმორცხვე არსადაა და სხვებთან ერთად შესანიშნავად ერთობით; პრეზენტაციას წარადგენთ ცოცხლად და თავდაჯერებულად; საკუთარი შემოქმედებითობით სიამოვნებას იღებთ; გრძნობთ, რომ პროდუქტიული და თავდაჯერებული ხართ. შეუძლებლად ჟღერს? – სიმართლე იმაშია, რომ ეს შესაძლებელია, თქვენ შეგიძლიათ აჯობოთ თქვენს შიშებს. ამ წიგნის ავტორი ჩაგკიდებთ ხელს და გაჩვენებთ, როგორ დაძლიოთ აზრები, რომლებიც თქვენში შფოთვას იწვევს. როგორც კი დაემშვიდობებით მათ, თქვენი შიშებიც გაქრება. ეს არ არის პოპ-ფსიქოლოგია, ეს არის მტკიცებულებებზე დამყარებული და გამოცდილი მეთოდი. ეს წიგნი თქვენთვის სასარგებლოა იმით, რომ გასწავლით, როგორ დაძლიოთ შფოთვითი და პანიკური მდგომარეობები წამლების გარეშე, ფსიქოთერაპიული ტექნიკების გამოყენებით. აქ მოწოდებულია 40 პრაქტიკული რჩევა, რომელიც განკუთვნილია სხვადასხვა ტიპის შფოთვის მოსახსნელად, მათ შორის – პანიკური შეტევის, სოციალური შფოთვის, ფობიების. წიგნი დაგარწმუნებთ, რომ თქვენი შფოთვის საფუძველი თქვენივე ირაციონალური აზროვნების მოდელებია. შფოთვის  დაძლევა კი სწორედ ასეთი დამახინჯებული და უსარგებლო მოდელების ამოცნობასა და შეცვლაში მდგომარეობს.  უსარგებლო აზრების კრიტიკა და ირაციონალური რწმენების დაძლევა შფოთვასთან გამკლავების მთავარი გზაა. ამ გზაზე ის ტექნიკები დაგეხმარებიან, რომელთაც ავტორი უშურველად გიზიარებთ. წიგნში გაეცნობით რელაქსაციის ტექნიკებს, სუნთქვით სავარჯიშოებს, მაინდფულნესის პრაქტიკას. ეს წიგნი შეუცვლელი სახელმძღვანელოა მათთვის, ვისაც შფოთვითი და პანიკური მდგომარეობები მოსვენებას არ აძლევს. ეს წიგნი მათგან ერთხელ და სამუდამუდ გათავისუფლების შანსია.

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top