საიდან გვევლინება მუსიკალური ნიჭი? როგორ განვიცდით მუსიკას? რა გავლენას ახდენს მუსიკა ჩვენს თავის ტვინზე, სოციალურ ურთიერთობებზე, ჯანმრთელობაზე? – ეს შესანიშნავი წიგნი მუსიკის, როგორც ფსიქოლოგიური ფენომენის, მიმოხილვაა. მასში თავმოყრილია ანთროპოლოგიის, ნეირომეცნიერების, აკუსტიკის დარგებში არსებული ცოდნა – ჰოლისტური გაგება იმისა, თუ რა ადგილი აქვს მუსიკას ადამიანის ყოფიერებაში. წიგნი განკუთვნილია მკითხველთა ფართო წრისთვის. მისით განსაკუთრებით დაინტერესდებიან მუსიკათმცოდნეები, ფსიქოლოგები და ფსიქოთერაპევტები, მასწავლებლები, აგრეთვე – მკვლევარები, რომელთა ინტერესის სფერო მუსიკის ფსიქოლოგიური ასპექტების ძიებაა. წიგნი ორგანიზებულია სამი ვრცელი ნაწილის სახით. პირველ ნაწილში წაიკითხავთ მუსიკის ფსიქოლოგიის რაობის შესახებ, როგორია მუსიკის ფილოსოფიური და ანთროპოლოგიური გაგება, გააცნობიერებთ მუსიკას, როგორც სამყაროს მასშტაბის მქონე მოვლენას. მეორე ნაწილში წაიკითხავთ მუსიკის ფსიქიკურ დონეზე განცდის საფუძვლების შესახებ, როგორ ვქმნით, აღვიქვამთ, ვიგებთ, ვიმახსოვრებთ და ვინტერპრეტირებთ მუსიკას, როგორ ბმაშია ერთმანეთთან მუსიკა და თავის ტვინი, როგორ რეაგირებს ჩვენი სხეული მუსიკაზე, რა არის მუსიკალური ემოცია. მესამე ნაწილში წაიკითხავთ მუსიკალურობის წარმომავლობისა და მუსიკალური ნიჭის შესახებ, მუსიკის შესწავლისა და მუსიკალური შესრულების ფსიქოლოგიის, აგრეთვე – მუსიკის სოციალური კონტექსტის შესახებ, რა კავშირია მუსიკასა და ჯანმრთელობას შორის. წიგნში ნაჩვენებია მუსიკის კულტურალური ასპექტიც: მუსიკის მნიშვნელობა სხვადასხვა სოციუმებსა და ისტორიულ პერიოდებში. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მუსიკის, როგორც თერაპიული ინსტრუმენტის და მისი გამოყენების შესაძლებლობების შესახებ სხვადასხვა სამედიცინო მდგომარეობების მართვაში.
