გსმენიათ მიჯაჭვულობის თეორიის შესახებ? იცოდით, რომ როგორც ახლა ურთიერთობთ ადამიანებთან, ეს შეიძლება თქვენი ბავშვობისდროინდელი მიჯაჭვულობის გამოხატულება იყოს? იცით, თუ რა ტიპის მიჯაჭვულობას ავლენთ სხვებთან ურთიერთობებში და რა ტიპის მიჯაჭვულობას ავლენენ თქვენთან ურთიერთობაში მყოფი ადამიანები? – ამ შეკითხვებზე პასუხები გექნებათ წიგნის წაკითხვის შემდეგ. მიჯაჭვულობა ადრეული ბავშვობის ასაკში იჩენს თავს და ამ დროს მას თვითგადარჩენის ფუნქცია აქვს. მოგვიანებით მიჯაჭვულობა გადამწყვეტ როლს ასრულებს ურთიერთობებში, ამასთანავე ისე, რომ ამის შესახებ მიჯაჭვულობის არც სუბიექტს და არც ობიექტს წარმოდგენაც კი არ აქვთ. მოზრდილ ადამიანებში განარჩევენ სამი ტიპის მიჯაჭვულობას. 1. შფოთვის: ადამიანს ახასიათებს სიახლოვის დაუოკებელი წყურვილი, შეპყრობილია საკუთარი ურთიერთობებით. 2. არიდების: ადამიანი მოცულია საკუთარი დამოუკიდებლობით, ურთიერთობებში ამ დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხეს ხედავს და ამიტომ ახლო ურთიერთობებში განიცდის დისკომფორტს, არიდებს მას თავს. 3. საიმედო: ინდივიდი კომფორტულად და იმავდროულად დამოუკიდებლად გრძნობს თავს ახლო ურთიერთობაში, აგებს სტაბილურ კავშირებს. ეს წიგნი დაგეხმარებათ გააცნობიეროთ თქვენი და თქვენთან ურთიერთობაში მყოფი ადამიანების მიჯაჭვულობის ტიპები და ამ განსხვავებული ტიპების დინამიკის გათვალისწინებით შეძლოთ ურთიერთობებში კარგი ნავიგაცია. წიგნში თეორიულ დებულებებთან ერთად შეხვდებით ცოცხალ მაგალითებს, პრაქტიკულ რჩევებს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ურთიერთობის სცენარი, ურთიერთშეთავსებადობა, წითელი ნიშნულები და სხვა. ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ თქვენ შეწყვეტთ საკუთარი თავის დადანაშაულებას ურთიერთობებში არსებული პრობლემების გამო. ნაცვლად ამისა შეუდგებით მიჯაჭვულობის გამოცნობას და მოქნილ ურთიერთობებს. ზოგიერთი კრიტიკოსი თვლის, რომ ეს წიგნი ზედმეტად აუბრალოებს ადამიანის ქცევას და გარკვეულ სტერეოტიპულ ჩარჩოში სვამს მას, თუმცა ექსპერტების უმრავლესობა თვლის, რომ ეს წიგნი ბევრს აუხელს თვალს საკუთარ მიმართებებზე ადამიანებთან, გახდება ურთიერთობების გადახედვისა და გაუმჯობესების საფუძველი.
