ეს ნაშრომი პირველად 1948 წელს გამოიცა და იმ დღიდან დიდი ინტერესის საგანი გახდა ნევროზის პრობლემატიკით დაინტერესებული მკითხველისთვის. აქ წარმოდგენილი გამოცემა 2021 წლით თარიღდება. მასში ამომწურავად არის გაშუქებული ნევროზის ბუნება, ნაირსახეობა, ნევროტული მდგომარეობისთვის დამახასიათებელი სრული პანორამა – ემოციური და კოგნიტური ცვლილებები, შფოთვა და სტრესის დაძლევის სირთულეები, აგრეთვე – მკურნალობის მიდგომები, მათი გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები. წიგნი ორგანიზებულია ხუთი თემატური სექციის სახით, რომლებშიც გაშუქებულია ნევროზებთან დაკავშირებული სხვადასხვა ასპექტი. პირველ სექციაში მოცემულია ნევროტული მდგომარეობის ზოგადი მიმოხილვა და კლასიფიკაცია. მეორე სექციაში განხილულია შფოთვის პრობლემა ნევროზებში – შფოთვის ბუნება და წარმოშობა, შფოთვის გამოხატულებები. მესამე სექციაში საუბარია ისტერიულ და იპოქონდრიულ ნევროზებზე დ მათი მკურნალობის შესაძლებლობებზე. მეოთხე სექციაში განხილულია შედარებით მძიმე ფსიქოპათოლოგიები, როგორებიცაა შიზოფრენია, დეპრესია, პიბოლარული და პიროვნული დარღვევები. მეხუთე სექციაში გაშუქებულია ნევროზების მკურნალობის როგორც ფარმაკოლოგიური, ისე ფსიქოთერაპიული მიდგომები, მათი გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები. წიგნი საინტერესოა იმითაც, რომ მასში უხვად არის მოწოდებული კლინიკური შემთხვევები.
