ეს წიგნი არის შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში. განკუთვნილია სტუდენტებისთვის, იმ დარგების სპეციალისტებისთვის და მკითხველისთვის, რომელთა ინტერესს ადამიანის კოგნიტური პროცესები და ამ პროცესებში თავის ტვინის როლი შეადგენს. წიგნი გვაცნობს კოგნიტური ფსიქოლოგიის არსებით კონცეპციებს და ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების კოგნიტურ პროცესებს. კოგნიტური ფსიქოლოგია ფსიქოლოგიის მიმართულებაა, რომელიც შეისწავლის ადამიანის ფსიქიკის კოგნიტურ ფუნქციებს – ინფორმაციის აღქმის, დამუშავების და შენახვის პროცესებს. კოგნიტური ფსიქოლოგიის კვლევის საგანია აღქმა, ყურადღება, მეხსიერება, დასწავლა, აზროვნება, მეტყველება და აბსტრაგირებული მსჯელობა. წიგნში მოწოდებულია კოგნიტურ ფსიქოლოგიაში არსებული თეორიები და კვლევები, რომლებიც მიმართულია ადამიანის კოგნიციაში თავის ტვინის როლის გაგებაზე. გარდა ტრადიციული თემებისა, განხილულია კოგნიტური ფსიქოლოგიის ისეთი მომიჯნავე დარგების განვითარების ასპექტები, როგორებიცაა ნეირომეცნიერება და გამოთვლითი კოგნიტური მეცნიერება. გაშუქებულია კოგნიციის გაგების საქმეში ევოლუციური ფსიქოლოგიის წვლილიც. წიგნი ორგანიზებულია ცხრა თავის სახით, რომლებშიც განხილულია შემდეგი საკითხები: 1. რას წარმოადგენს კოგნიტური ფსიქოლოგია; 2. ურთიერთდამოკიდებულება ტვინის სტრუქტურულ-ფუნქციურ მახასიათებლებსა და კოგნიტურ პროცესებს შორის; 3. ყურადღება და აღქმა; 4. მეხსიერება და დასწავლა; 5. აზროვნება და აბსტრაგირებული მსჯელობა; 6. მეტყველება და კომუნიკაცია; 7. ცნობიერება და მეტაკოგნიცია; 8. კოგნიტური ნეიროფსიქოლოგია; 9. კოგნიტური ფსიქოლოგიის სამომავლო მიმართულებები. წიგნი გამოირჩევა საინტერესო და ადვილად გასაგები თხრობით, შეიცავს მაგალითებს და ილუსტრაციებს, დართული აქვს ტერმინთა განმარტება და ბიბლიოგრაფია.
