„თანამედროვე სოციალური ფსიქოლოგიის თეორიები“ სოციალური მეცნიერებით დაინტერესებული მკითხველის სამაგიდო წიგნია. აქ გაეცნობით სოციალურ ფსიქოლოგიაში არსებული ძირითადი თეორიული ჩარჩოს სიღრმისეულ გამოკვლევას. გაიგებთ, თუ როგორ ხსნიან ეს თეორიები ადამიანის სოციალურ ქცევას და ურთიერთობებს. არსებობს 40-მდე ასეთი თეორია, მათ შორის – თანამედროვე თეორიები, რომელთაც მთელი რიგი შრომები მიეძღვნა. თავდაპირველი, ავტორიტეტული, თეორიებისგან განსხვავებით, რომლებიც კონკრეტული მოაზროვნის მსოფლხედვიდან და მისი იდეებიდან გამომდინარეობდნენ, თანამედროვე თეორიების ამოსავალი ინტერესი საზოგადოებრივი მნიშვნელობაა. რამდენადაც სოციალური კვლევის მიზანი კონკრეტული სოციალური ფენომენების და პროცესების გამოვლენაა, ის ხშირად მოკლებულია მათ შორის ურთიერთმიმართების შესწავლას. სწორედ თეორია გვაძლევს ამის საშუალებას, ავხსნათ თუ როგორ ბმაშია ერთმანეთთან სოციალური პროცესები. ასეთი კუმულაციური თეორიები მიზაშეწონილია მრავალგვარ სოციალურ ფენომენში გასარკვევად; ისინი ისეთ პრობლემატიკას ეხებია, რომლებიც აქამდე არ დასმულა. წიგნი ორგანიზებულია თხუთმეტი თავის სახით. თითოეული თავი აღწერს კონკრეტულ თეორიას, მისი წარმოშობის წანამძღვრებს და სამომავლო პერსპექტივებს, მასთან დაკავშირებულ კუმულაციურ კვლევით პროგრამას. ყოველი თავი დაწერილია სწორედ შესაბამისი მკვლევარების მიერ. პირველი თავები ეძღვნება ფუნდამენტურ თეორიებს, რომლებიც ახსნას უძებნიან ისეთ პრობლემატიკას, როგორებიცაა სოციალურ ინტერაქცია, სოციალური ურთიერთსარგებლიანობა, სამართლიანი განაწილება, რაციონალური არჩევანი. მომდევნო თავები ფოკუსირებულია სპეციფიკურ თეორიებზე, იდენტობის, აფექტის, მმართველობისა და დაქვემდებარების, სტატუსისა და ლეგიტიმურობის ასპექტებზე. დასკვნით თავში მოცემულია შეჯამება, ანალიზი და კომენტარები. წიგნი სვამს ისეთ შეკითხვებს, როგორებიცაა: რას ხსნის თეორია და რას ვერ ხსნის? რა არის ის არსებითი შეკითხვა, რომელსაც თეორია პასუხს სცემს? როგორ შეიძლება დავაკავშიროთ თეორიები ერთმანეთთან ერთი ფართო გაგების სახით და როგორ დავაკავშიროთ ეს ცოდნა მიკრო, მაკრო, მეზო დონეებთან?
