ამ ვრცელ სახელმძღვანელოში გაშუქებულია სამეცნიერო კვლევის მონაცემების სტატისტიკური დამუშავების საკითხები ფსიქოლოგიაში. წიგნს ახლავს მულტიმედიური ელემენტები, როგორიცაა ვიდეოგაკვეთილები, რაც ადვილად გასაგებს ხდის მოწოდებულ ინფორმაციას. სახელმძღვანელო ორგანიზებულია ათი თავის სახით, რომლებშიც განხილულია შემდეგი საკითხები: 1. ფსიქოლოგიის მეცნიერების სტატისტიკის არსი, მისი გამოყენება ფსიქოლოგიაში, მონაცემთა ორგანიზება და დამუშავება. 2. ფსიქოლოგიის კვლევების აღწერითი სტატისტიკა, ძირითადი კონცეპციები, სტანდარტული დევიაცია და გამოყენება მონაცემთა აღწერაში. 3. აღწერითი სტატისტიკის წარმოება ექსელში. 4. სტატისტიკის წარმოება R-ში. 5. სტატისტიკური დამუშავების მნიშვნელობა, ჰიპოთეზების შემოწმება და p-მნიშვნელობები. 6. კორელაციური გაზომვები და მისი გამოყენება ცვლადებს შორის ურთიერთობის ანალიზის პროცესში. 7. კორელაციური ანალიზი. 8. მარტივი ლინეარული რეგრესია, ცვლადების პრედიქციის მეთოდი. 9. მარტივი ლინეარული რეგრესია R-სისტემაში. 10. მულტიმედიური და ინტერაქციული სწავლება, ვიდეოგაკვეთილები და პრეზენტაციები, ექსელისა და R-ის გამოყენების ნაბიჯ-ნაბიჯ შესწავლა, ინტერაქტიული სავარჯიშოები. სახელმძღვანელო დიდ დახმარებას გაუწევს ფსიქოლოგიის შემსწავლელ სტუდენტების მონაცემთა დამუშავებისა და ანალიზის უნარების გამომუშავებაში. სასარგებლო იქნება ასევე დარგის მკვლევარებისა და დაინტერესებული მკითხველისთვის.
