Life as a Clinical Psychologist: What is it Really Like?., Paul Jenkins., Critical Publishing., 2020., 132 pages

გსურთ, გახდეთ კლინიკური ფსიქოლოგი? – თუკი გსურთ, მაშინ ეს არის იდეალური წიგნი თქვენთვის. ეს არის შესანიშნავი მიმოხლვა მათთვის, ვინც გეგმავს ამ რთული და ძალზედ საჭირო პროფესიით მუშაობას. ეს არის გზამკვლევი, რომელიც დაგაფიქრებთ თქვენი პროფესიული არჩევანის ირგვლივ, დაგეხმარებათ იმ პრობლემების და გამოწვევების გაცნობიერებაში, რომლებსაც აწყდებიან კლინიკური ფსიქოლოგები. წიგნის ავტორი, კლინიკური ფსიქოლოგი პოლ ჯენკინსი, ბრწყინვალე თეორეტიკოსი და პრაქტიკოსია. ის თვითონ არის პირველწყარო იმ გამოცდილებისა, რაზეც აგებულია ეს წიგნი და რაც გზის გამკვალავი იქნება დამწყები სპეციალისტებისთვის, იმ ფსიქოლოგებისთვის, ვინც ჯერ კიდევ პროფესიული არჩევანის წინაშეა. წიგნი გამოირჩევა მოხერხებული თხრობით, გაჯერებულია იუმორით და ამასთან, სერიოზული მსჯელობით, პრაქტიკული რეკომენდაციებით და კლინიკურ შემთხვევებზე დაფუძნებული ცოდნით. გაშუქებულია კარიერის თავისებურებები, რათა კლინიკურ ფსიქოლოგიაში მუშაობის მსურველებს სრულყოფილი წარმოდგენა შეუქმნას დარგის შესახებ. ეს წიგნი არის მოცულობითი და რეალისტური თვალსაზრისი იმის თაობაზე, თუ რას წარმოადგენს კლინიკური ფსიქოლოგია. წიგნში დაძლეულია ცდუნება, რომ კლინიკურ ფსიქოლოგიაზე მსჯელობა გადაქცეულიყო კლინიკური ფსიქოლოგიის სახელმძღვანელოდ; წიგნი მიმართულია იმაზე, თუ რას წარმოადგენს კლინიკური ფსიქოლოგის პროფესია. მკითხველს ეძლევა საშუალება ღრმად გააცნობიეროს საკუთარი პროფორიენტაცია და მოტივაცია, გასცეს პასუხი შეკითხვებს: „მინდა, რომ ვიყო კლინიკური ფსიქოლოგი?“, „როგორი კლინიკური ფსიქოლოგი მინდა ვიყო?“. ეს წიგნი წარმოადგენს დაბალანსებულ და მოსახერხებელ პროფესიულ გზამკვლევს, რომელიც სარგებლობის მომტანი იქნება პროფესიული გზის ნებისმიერ მონაკვეთზე. 

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top