Milton H. Erickson, MD, an American Healer., Betty Alice Erickson, Bradford P. Keeney., Crown House Publishing LLC., 2019., 360 pg

ამერიკელი ფსიქოლოგი და ფსიქიატრი მილტონ ერიქსონი პირველ რიგში ცნობილია, როგორც ბრწყინვალე ფსიქოთერაპევტი. ეს წიგნი ეძღვნება მის ვირტუოზულ პრაქტიკას. ერიქსონმა საფუძველი ჩაუყარა ინოვაციურ თერაპიულ მიდგომას, რომელიც უამრავი ადამიანის მენტალური პრობლემების გადაჭრის გზად იქცა. მილტონ ერიქსონის თეორიები და ტექნიკები პრაქტიკოსი თერაპევტებისთვის შეუცვლელი სახელმძღვანელოა. მის მემკვიდრეობას წარმოადგენს მისი სახელობის ფონდიც, რომელიც ზრუნავს ფსიქოთერაპიის კვლევასა და სწავლებაზე. ერიქსონის თერაპიული მიდგომა უნიკალურია იმით, რომ ის ხედავს თერაპიულ ურთიერთობას, როგორც პარტნიორობას თერაპევტსა და კლიენტს შორის, რაც ხელს უწყობს კლიენტის ფსიქიკური ძალების სასიკეთოდ ამოქმედებას. საინტერესოა, რომ მილტონ ერიქსონის ძირითადი თერაპიული ინსტრუმენტი ჰიპნოზია, რომელიც რადიკალურად განსხვავდება ტრადიციული ჰიპნოზისგან და მას “ერიქსონის ჰიპნოზის” სახელით იცნობენ. ერიქსონის ჰიპნოზი ეფუძნება არადირექტიულ სუგესტიას, დიალოგს და კრეატიულ გადაწყვეტილებას. დირექტიული ბრძანებების ნაცვლად ის იყენებს არადირექტიულ შთაგონებას, ამბის მოყოლას, მეტაფორას და იუმორს. ერიქსონს სწამდა, რომ ასეთი ჰიპნოზი ეხმარება კლიენტს ,ჩასწვდეს საკუთარ არაცნობიერს. ერიქსონსს სწამდა, რომ ყველა ადამიანს აქვს შინაგანი კრეატიული რესურსები, რომლებიც საჭიროებენ რეალიზებას. სწორედ ჰიპნოზი და თერაპიული ურთიერთობაა ამ რესურსების წვდომის და ქმედებაში მოყვანის გზა. ერიქსონი თვლიდა, რომ ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაშიც კი იმყოფენიან ტრანსის სხვადასხვა სტადიაში – ჩართულნი არიან საუბარში, საქმეზე არიან კონცენტრირებულნი თუ თვლემენ. თერაპიის დროს საჭიროა ამ ბუნებრივ ტრანსთან მუშაობა, რათა მიღწეულ იქნას პიროვნული წვდომა, არაცნობიერის წვდომა. ერიქსონი იყენებდა რეფრეიმინგის ტექნიკებს, რათა დახმარებოდა კლიენტს საკუთარი პრობლემის სხვა პრიზმიდან დანახვაში, რითაც კლიენტი იძენს ახალ საზრისს და პრობლემის გადაჭრის გზებს. მაგალითად, შფოთვის მქონე პაციენტების რეფრეიმინგის მსვლელობისას ისინი შფოთვას ახლებურად შეხედავენ, როგორც მათივე პიროვნული ცვლილებისა და ზრდის ნიშანს და არა როგორც რაღაც საშიშ მოვლენას. რეფრეიმინგი ეხმარება კოგნიტურ რესტრუქტურიზაციას: როცა მიზანი იცვლება ადამიანი ინტერპრეტირებს საკუთარ ფიქრებს, განცდებს და ქცევებს. ერიქსონი განიხილავს თერაპიულ ურთიერთობას, როგორც დინამიურ, ინტერაქციულ პროცესს. მენტორობის ნაცვლად მუშაობს კლიენტთან თანამშრომლობის მანერით. ასეთი პარტნიორობა და კლიენტის ავტონომიურობის პატივისცემა მილტონ ერიქსონის მიდგომის საფუძველია. ერიქსონი სესიების დროს ხშირად იყენებდა იუმორს, როგორც ბარიერის გადალახვის, დაძაბულობის მოხსნისა და  ნათელჩენების გამოწვევის ხერხს. მის კლიენტებს იუმორი ეხმარებოდა საკუთარი პრობლემის შედარებით უმტკივნეულოდ გაცნობიერებაში, დაძაბულობის შემცირებაში. ერიქსონი ასევე მოხერხებულად იყენებდა დაბნეულობის ტექნიკას, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ განგებ აბნევდა კლიენტებს, რათა გამოეყვანა ისინი ჩვეული აზროვნების მოდელებიდან. ამ ხერხით ის უთავისუფლებდა სივრცეს კლიენტის არაცნობიერს, რათა მოენახა კრეატიული გადაჭრის გზები. მაგალითად, მას შეეძლო კლიენტისთვის მიეცა დამაბნეველი ინსტრუქცია ან ჩამოეყალიბებინა აზრი, რომელიც უაზრობა იყო, რითაც კლიენტის არაცნობიერს აძლევდა საშუალებას მოენახა გადაჭრის გზა მისთვის ჩვეული ცნობიერი პატერნების გვერდის ავლით. ერიქსონს სწამდა, რომ არაცნობიერი გონი უდიდესი ძალაა ცვლილებებისა და განკურნებისათვის. თერაპიის დროს ის მუშაობდა ამ არაცნობიერთან. ის თვლიდა, რომ სწორედ არაცნობიერშია პასუხები კლიენტის პრობლემების შესახებ და სწორედ ჰიპნოზით არის შესაძლებელი მისი გახსნა. ერიქსონი ვირტუოზულად იყენებდა „ორმაგი დაბმის“ ტექნიკას თერაპიული მიზნებისთვის. ეს ტექნიკა ძალიან ეფექტიანი იყო იმ კლიენტებთან, რომლებიც რეზისტენტულობას ავლენდნენ ცვლილებებისადმი. ერიქსონი ცნობილია დროის თერაპიული გამოყენებით.  ის მოტივირებდა კლიენტებს ეთამაშათ დროით, აეჩქარებინათ ან შენეელებინათ ის. ეს ტექნიკა უაღრესად შედეგიანი იყო სტრესის, ტრავმის და შფოთვის მქონე კლიენტებთან. ერიქსონის მეთოდი გულისხმობს ისეთ თერაპიულ მოდალობებს, როგორებიცაა ნეიროლინგვისტური პროგრამირება (NLP), მოკლევადიანობასა და პრობლემის გადაჭრაზე ფოკუსირებული სესიები. ის ადვოკატირებდა ხანმოკლე თერაპიას და ფოკუსირებული იყო სწრაფ და ეფექტიან ცვლილებებზე. ერიქსონის მიდგომები შთამაგონებელი გახდა კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიისთვის, რომელმაც ახალი განვითარება მისცა ხანმოკლე თერაპიულ მიდგომას. ერიქსონის ტექნიკები ინსპირაცია გახდა ნეიროლინგვისტური პროგრამირებისთვის. ასევე დიდია მისი წვლილი ოჯახის თერაპიის განვითარებაში, რამდენადაც მისეული მიდგომა ძალზედ ქმედითია პრობლემებთან დამოკიდებულებისა და ურთიერთობის გადაწყობის თვალსაზრისით. წიგნში შესულია ფოტომასალა და კლინიკური სესიების მასალები, რაც კიდევ უფრო ნათლად ასახავს ამ დიდი მკურნალის მუშაობის სპეციფიკას. 

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top