The Beginning Psychotherapist’s Companion., Jan Willer., OUP USA., 2024

ეს არის მნიშვნელოვანი წიგნი დამწყები ფსიქოთერაპევტებისთვის, რომელთა გამოცდილების სიმცირე განაპირობებს პროფესიული თავდაჯერებულობის ნაკლებობას. ეს წიგნი იქნება თქვენთვის ინტელექტუალური და ემოციური მხარდამჭერი, რომელიც გაჩვენებთ მუშაობის დროს წარმოშობილი პრობლემების გადაჭრის რეალურ გზებს და მოგცემთ ისეთი ნიუანსების ცოდნას, რომელსაც ვერ შეხვდებით სხვა სახელმძღვანელოებში. წიგნის თხრობის სტილი კარგად სტრუქტურირებული, მოქნილი და ადვილად გასაგებია. აქ მოცემულია ბევრი პრაქტიკული რჩევა და კლინიკური მაგალითი, რაც დიდ დაგეხმარებას გაგიწევთ როგორც პროფესიონალურ, ისე ემოციურ პლანში. წიგნი გვასწავლის, თუ როგორ უნდა სტუქტურირდეს თერაპიული სესიები – დაწყებული პირველი სესიიდან; როგორ უნდა განხორციელდეს კლინიკური დაკვირვება და მიღწეულ იქნას თერაპიული ალიანსი. ავტორი ყურადღებას უთმობს კლიენტების კულტურალური განსხვავების ასპექტებს, ეთიკურ პრაქტიკას, ინფორმირებული თანხმობის, კონფიდენციალურობის, დოკუმენტირებისა და თერაპიული საზღვრების საკითხებს. წიგნში განმარტებულია, თუ როდის და როგორ შეიძლება დაენიშნოს კლიენტს მედიკამენტი, რა შემთხვევაში უნდა მოხდეს გადამისამართება მენტალური ჯანმრთელობის სხვა სპეციალისტთან. დეტალურად არის განხილული კრიზისის მენეჯმენტის პრინციპები, მათ შორის სუიციდისა და ძალადობრივი ქმედების რისკის შეფასების და პრევენციის ღონისძიებები, ბავშვთა მიმართ ძალადობის გამოვლენისა და ინტერვენციის გზები, სქესობრივი ძალადობის გამოვლენისა და ინტერვენციის გზები. ავტორი განიხილავს აგრეთვე თანამედროვე ტექნოლოგიების როლს ფსიქოთერაპიაში, სოციალურ ქსელებზე წვდომის, ონლაინ სესიების საკითხებს. ეს წიგნი იდეალური სასწავლო რესურსია როგორც დამწყები სპეციალისტების, ისე – სტუდენტებისთვის. წიგნი მოიცავს რვა ვრცელ ნაწილს, რომლებშიც გაშუქებულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა ფსიქოთერაპევტის პროფესიული მახასიათებლები და თვითფლობა; ფსიქოთერაპიული სიტუაციის გამოწვევები და მათთან გამკლავების გზები; კლიენტთან ურთიერთობის ასპექტები; თერაპიის ჩარჩო – პასუხისმგებლობა, პრობლემები, კონფიდენციალურობა, ინფორმირებული თანხმობა, თერაპიული საზღვრები, მონაცემთა დაცვა; პირველი სესიის ორგანიზება და კლიენტის შეფასება; რეფერალის საჭიროების ამოცნობა და ეფექტიანი განხორციელება; სუპერვიზია და პროფესიული განვითარების რევიზია – თვითშეფასება, საკუთარი მიზნების, მიღწევების და შეზღუდვების გაანალიზება.

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top