The Cambridge Handbook of Personality Psychology., Gerald Matthews, Philip J. Corr., Cambridge University Press., 2020., 566 pg 

ეს არის კემბრიჯის უნივერსიტეტის ვრცელი სახელმძღვანელო პიროვნების ფსიქოლოგიაში. მასში ამომწურავად არის ახსნილი პიროვნების ფსიქოლოგიის საგანი და თეორიები, თანამედროვე კვლევები და პრაქტიკული მიდგომები. სახელმძღვანელო ეხება ისეთი მნიშვნელოვან თემებს, როგორებიცაა პიროვნების კვლევა-შეფასება, გენეტიკისა და გარემოს როლი პიროვნების ჩამოყალიბებაში, პიროვნების ფსიქოლოგიის გავლენა ქცევასა და ურთიერთობაზე. წიგნი განკუთვნილია როგორც სტუდენტების, ისე ფსიქოლოგიის დარგის პროფესიონალებისთვის. წიგნში გაშუქებულია ისეთი თემები, როგორებიცაა პიროვნების რაობა, კლასიკური თეორიები და თანამედროვე მიდგომები პიროვნების ფსიქოლოგიაში; პიროვნული მახასიათებლების – ქცევის, ემოციის, კოგნიციის – ინდივიდუალურობა და მათზე მოქმედი ბიოლოგიური და გარემო ფაქტორები; გენეტიკური მემკვიდრეობითობის გავლენა პიროვნულ თვისებებსა და ქცევაზე, პიროვნების ნეირობილოგიური თეორიები, თავის ტვინის სტუქტურულ-ფუნქციური კორელაცია პიროვნულ ნიშნებთან და ქცევასთან, ნეიროტრანსმიტერები და პიროვნების მახასიათებლები; პიროვნების განვითარების ასაკობრივი ეტაპები; ოჯახის, კულტურის და ცხოვრებისეული გამოცდილების როლი პიროვნების ფორმირებაში; პიროვნება და მისი სოციალური კონტექსტი, სოციალური ურთიერთობების როლი პიროვნების ქცევაში, ინტერპერსონალური მიჯაჭვულობა, კომუნიკაციის სტილი; კულტურა და კროს-კულტურალური ფაქტორების როლი პიროვნების ფსიქოლოგიაში; პიროვნება და მენტალური ჯანმრთელობა – პიროვნულ თავისებურებებსა და მენტალურ ჯანმრთელობას შორის კორელაცია, პიროვნული წინასწარგანწყობა ფსიქოპათოლოგიაში და პერსონიზებული თერაპიული მიდგომების შესაძლებლობა; პიროვნული მახასიათებლების როლი ცხოვრების ხარისხის და აქტივობის კუთხით – წარმატების, კარიერის, ურთიერთობების, ფიზიკური ჯანმრთელობის, სტრესთან გამკლავების და ცხოვრებისეულ სიტუაციებზე რეაგირების პიროვნული ფაქტორები; პიროვნების კვლევისა და შეფასების მეთოდები და მათი სარწმუნობის პრობლემა; პიროვნების ფსიქოლოგიის ცოდნის გამოყენება პრაქტიკაში და ისეთ პრაქტიკულ მიმდინარეობებში, როგორებიცაა ორგანიზაციული ფსიქოლოგია, კლინიკური ფსიქოლოგია და საზოგადოებრივი ჯანმრთელობა; თანამედროვეობისა და თანამედროვე ტექნოლოგიების როლი პიროვნების ფსიქოლოგიის კვლევაში. 

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top