The Energy Bus: 10 Rules to Fuel Your Life, Work, and Team with Positive Energy.,Wiley.,2007

ამ წიგნის ანგარიშზე 1.5 მილიონზე მეტი გაყიდვაა. ეს არის წიგნი იმის შესახებ, თუ როგორ ვიცხოვროთ ჯანსაღი ენერგიით. ორშაბათ დილაა. ჯორჯი გამოდის სახლიდან, მიემართება საკუთარი ავტომობილისკენ, საბურავი დაშვებულა. ეს ყველაზე მცირე პრობლემაა მის პრობლემებს შორის; ოჯახური ცხოვრება ნგრევის პირასაა, სამსახურში კი დიდი არეულობაა. ავტობუსით წასვლას გადაწყვეტს. სწორედ ამ ავტობუსში ჯორჯი შეხვდება საოცარ მძღოლს და მგზავრებს, რომლებიც გზადაგზა უყვებიან მას ჯანსაღი ენერგიის უძლეველობის შესახებ, როგორ შუძლია ამ ენერგიას, შეცვალოს პირადი ცხოვრებაც და სამუშაო გარემოც. ეს წიგნი საერთაშორისო ბესტსელერია, რომელიც უბრალოდ მოგზაურობაში გეპატიჟება და გზადაგზა გაგანდობს ბედნიერი ცხოვრების 10 საიდუმლოს. ეს 10 წესი სიჯანსაღის, შემოქმედებითობის, ენერგიულობის, ნაყოფიერების და კომუნიკაბელურობის 10 პრინციპია. შენ შეძლებ, შექმნა ჯანსაღი ენერგია მიზანსწრაფულობით, ნდობით, ოპტიმიზმით, ენთუზიაზმით და სულისკვეთებით. წიგნში მოცემული წესები სასარგებლოა როგორც ინდივიდისთვის, ისე – ორგანიზაციებისთვის: ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, სულისკვეთებისა და შემოქმედებითობის გასაზრდელად, წარმატებული და ბედნიერი გარემოს შესაქმნელად. გზადაგზა ისწავლი, როგორ გარდაქმნა ცუდი ენერგია კარგ ენერგიად, გადალახო დაბრკოლებები და გამოავლინო საუკეთესო თვისებები საკუთარ თავსა და გუნდში. ეს წიგნი გახდება შენი ცხოვრების მთავარი გეგმა სირთულეების გადასალახად, წარმატების მისაღწევად.  შენ თვითონ ხარ საკუთარი ავტობუსის მძღოლი. აიღე პახუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე. გაანობიერე, რომ შენს ხელთაა შენი განწყობებისა და ქმედებების ძალა. ავტობუსი განასახიერებს შენს ცხოვრებას, შენ მართავ მას. სურვილები, მიზნები  და ყურადღება ამოძრავებს შენს ავტობუსს სწორი მიმართულებით. შენ უნდა გქონდეს ნათელი მიზანი და ძლიერი სურვილი იმისთვის, რომ მიაღწიო ბედნიერებას. აღიჭურვე ჯანსაღი ენერგიით და ნებისმიერ ვითარებაში მიმართე ყურადღება კარგისაკენ. რამდენ ჯანსაღ ენერგიასაც გასცემ, ორჯერ მეტს მიიზიდავ. აიყვანე ადამიანები შენს ავტობუსში და გაუზიარე შენი სულისკვეთება, შექმენი კარგი გუნდი. არ დახარჯო ენერგია იმ ადამიანებზე, ვინც არ შემოგიერთდათ. ყველა არ გაიხარებს შენი მოგზაურობით, ყველა არ დაგეხმარება ამაში და ეს ნორმალურია. არ დახარჯო დრო და ენერგია მათზე, ვინც არ იზიარებს შენს სულისკვეთებას. ფოკუსირდი იმ ადამიანებზე, რომლებსაც სჯერათ შენი. გააკარი ტრაფარეტი: “ვამპირული ენერგია არ დაიშვება”. დაიცავი შენი ენერგია ენერგეტიკული ვამპირებისგან, რომლებიც ანადგურებენ შენს ენთუზიაზმს და სწრაფვებს, დაუწესე მათ საზღვრები. შენი ენთუზიაზმი მიიზიდავს მეგობრებს, შენი ენერგია და მიზანსწრაფულობა ინსპირაციის წყარო გახდება სხვებისთვის. შეიყვარე შენი თანამგზავრები, გამოხატე მათ მიმართ ზრუნვა და კეთილგანწყობა. როცა სხვებს პატივისცემით და სიყვარულით მიუდგები, მათგან კიდევ უფრო მეტ სიყვარულს მიიღებ. ისიამოვნე ამ მოგზაურობით. ცხოვრება მოგზაურობაა, ისიამოვნე შენი გზით. არ დაგავიწყდეს მხიარულება და მომენტებით ტკბობა გამოწვევების დროსაც კი. ყველა ეს  პრინციპი ხაზს უსვამს სიჯანსაღის, ლიდერობის, თანამშრომლობის მნიშვნელობას როგორც პირად, ისე პროფესიულ ცხოვრებაში. წიგნი უბიძგებს მკითხველს, აიღოს ხელში საკუთარი დამოკიდებულებების სადავეები და შეიქმნას უფრო ჯანსაღი, სრულფასოვანი ცხოვრება.

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top