The Everything Psychology Book: Explore the Human Psyche and Understand why We Do the Things We Do., Kendra Cherry, Paul G Mattiuzzi ., Adams Media., 2010., 304 pg 

ეს წიგნი განკუთვნილია ფსიქოლოგიით დაინტერესებული არაპროფესიონალი მკითხველისთვის. მისი საშუალებით თქვენ გაიცნობთ ფსიქოლოგიას, უკეთ გაუგებთ საკუთარ თავს და სხვებს. წიგნში ადვილად გასაგები თხრობით არის გადმოცემული ფსიქოლოგიის კონცეპციები, თეორიები და პრინციპები. ამავდროულად, ეს არის ვრცელი სახელმძღვანელო ადამიანის ქცევის, ემოციის, აზრის და ურთიერთობების შესახებ. წიგნი დაგეხმარებათ იმის გაცნობიერებაში, თუ რატომ იქცევიან ადამიანები ასე, რა მნიშვნელობა აქვს სიზმრებს, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვობის შთაბეჭდილებები მომდევნო წლების ცხოვრებისთვის, რატომ გვავიწყდება ერთი და გვახსენდება მეორე, როგორია ვიტალური მოთხოვნილებების ფსიქიკური შინაარსი, საიდან წარმოიშობა და სად მიდის ემოციები, რატომ გვიყვარდება ერთი ადამიანი და არა – მეორე, როგორ აღვიქვამთ საკუთარ თავს, როგორ გვცვლის ტრავმული გამოცდილება. ეს წიგნი კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ იმაში, რომ  არაფერია იმაზე უფრო საინტერესო, აღმაფრთოვანებელი და თან იმაზე უფრო იდუმალი, როგორც ადამიანის ფსიქიკური სამყარო. ფსიქიკის კომპლექსურობის წვდომა, ურთიერთმიმართების გაგება თავის ტვინს, ემოციებს და ქცევებს შორის ძალიან რთულია. ეს სირთულე ბრწყინვალედ არის დაძლეული ამ სახელმძღვანელოში. ის  მოიცავს კოგნიტური ფსიქოლოგიის, სოციალური ფსიქოლოგიის, ფსიქოპათოლოგიის და სხვა საინტერესო საკითხებს. სამეცნიერო მტკიცებულებებთან ერთად განხილულია ცხოვრებისეული მაგალითები, რაც მიმზიდველს ხდის კითხვის პროცესს და აიოლებს ინფორმაციის აღქმას.

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top