ეს არის ბესტსელერი, რომელიც 53 ენაზე გამოიცა და უამრავი ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების მეგზურად იქცა. ეს წიგნი შეგახვედრებთ საკუთარ რწმენებს, რომლებიც გიბიძგებენ, შეზღუდოთ საკუთარი თავი, წაართვათ მას სიხარული და მოახვიოთ უსაჭირო ტანჯვა. წიგნის ავტორმა, შეისწავლა რა ძველი ტოლტეკების სიბრძნე, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ შექმნა კოდი. ეს არის კოდი, რომელსაც შეუძლია შეცვალოს თქვენი ცხოვრება თავისუფლებისკენ, ჭეშმარიტი ბედნიერებისკენ და სიყვარულისკენ. ამ წიგნს უწოდეს წიგნი ინსპირაცია; მასში მოტანილია ბევრი შეუფასებელი მაგალითი და ის გვაძლევს ქმედით ინსტრუმენტს იმისთვის, რომ გავთავისუფლდეთ საკუთარი თავის შემზღუდველი რწმენებისა და სოციალური განწყობებისგან. ავტორი გვაძლევს ყოველდღიურ ცხოვრებაში გასატარებელ ოთხ ძალიან ქმედით პრინციპს:
- იყავი უნაკლო შენს სიტყვებში:
- ისაუბრე გულწრფელად,
- თქვი მხოლოდ ის, რასაც გულისხმობ,
- არ ილაპარაკო საკუთარი თავის წინააღმდეგ და არც იჭორაო სხვებზე.
- არ მიიღო არაფერი პირადად:
- სხვების ქცევა შენი ბრალი არ არის,
- რასაც ამბობენ და აკეთებენ სხვები, ეს მათივე პროექციებია.
- უარყავი ბუნდოვანება:
- იპოვე საკუთარ თავში ძალა, რომ პირდაპირ დასვა შეკითხვები და გამოხატო ის, რაც მართლა გინდა,
- იყავი კომუნიკაციაში მკაფიო, რათა თავიდან აიცილო გაუგებრობა.
- ყოველთვის გააკეთე შენი მაქსიმუმი: ჩვენი შესაძლებლობები დროსთან ერთად იცვლება, თუმცა შენი მაქსიმუმის გაკეთება თავიდან აგარიდებს თვითბრალდებას და სინანულს.
წიგნის თხრობა მარტივია, გაჯერებულია ალეგორიული მაგალითებით იმ ღრმა იდეების გადმოსაცემად, რომლებიც შეეხება პიროვნულ ზრდას, ემოციურ გამძლეობას და ნათელ ცნობიერებას. წიგნის თემებია პიროვნული თავისუფლება, მაინდფულნესი, ემოციური ვენტილაცია, სულიერი მღვიძარება. ის განკუთვნილია მკითხველთა ფარო წრისთვის, პიროვნული ზრდით დაინტერესებული ადამიანებისთვის. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს წიგნი თანამედროვე სულიერი კლასიკაა განკუთვნილი მათთვის, ვინც დაინტერესებულია პიროვნული გარდაქმნით და შინაგან სიმშვიდესთან ზიარებით.
