The Oxford Handbook of Culture and Psychology., Jaan Valsiner., OUP USA., 2013., 1136 pg. 

კულტურის ფსიქოლოგია ერთის მხრივ, შეისწავლის თუ როგორ აისახება კულტურა მისი წევრების ფსიქიკურ პროცესებზე, როგორ ხდება ამ პროცესების ფორმირება მისი ზეგავლენით და მეორეს მხრივ, იკვლევს როგორ ყალიბდება კულტურა მისი წევრების ფსიქიკური პროცესების მეშვობით. კულტურის ფსიქოლოგია მიზნად ისახავს კულტურის, მისი ბუნების და ფუნქციების განმარტებას ფსიქოლოგიური ფენომენების კონტექტსში. ის შეისწავლის, თუ როგორ ცვლის ადამიანის ფსიქიკას – მის კოგნიტურ, ნებელობით და ემოციურ მდგენელებს – კულტურული ტრადიციები და სოციალური  მოცემულობები. კულტურის ფსიქოლოგიის მიზანია ადამიანის კულტურალური კონსტრუქტების (რიტუალები, სტერეოტიპები, სიმბოლოები და სხვა) კავშირის დადგენა ადამიანის ქცევასთან, განცდებთან და კოგნიციასთან სხვადასხვა სოციალურ კონტექსტში. კულტურის ფსიქოლოგია ინტერდისციპლინურია და ისეთი სამეცნიერო მიმართულებების ცოდნას იყენებს, როგორებიცაა თვითონ ფსიქოლოგია, სოციოლოგია, ანთროპოლოგია, არქეოლოგია, ისტორია, ხელოვნებათმცოდნეობა, ეთნოლოგია. ეს წიგნი წარმოადგენს სახელმძღვანელოს, რომელშიც გაერთიანებულია კულტურის ფსიქოლოგიის მრავალი ასპექტი. კულტურის ფსიქოლოგიის ყოვლისმომცველი მიმოხილვა ორგანიზებულია წიგნის თხუთმეტ თავში. სახელმძღვანელოში აღმოაჩენთ ფსიქოლოგიის, სოციოლოგიისა და ანთროპოლოგიის ისეთ საკითხების გაშუქებას, როგორებიცაა: ფსიქოლოგიისა და კულტურის ფსიქოლოგიის ისტორია, კულტურული ანთროპოლოგიის მიგნებები, კროს-კულტურალური ფსიქოლოგია, კულტურა და თვითების კონცეფცია, სემიოტიკური და კულტურალური კორელაციები, კონცეპტუალური ხიდები ბიოლოგიურ მეცნიერებებთან, განსაკუთრებით – განვითარების ბილოგიასთან. წიგნში მიმოხილულია კულტურის ფსიქოლოგიის მეთოდოლოგიური პოტენციალი; ნაჩვენებია კულტურალური და ფსიქოლოგიური პროცესების კავშირები. ეს წიგნი ბრწყინვალე რესურსია ადამიანის ფენომენის კომპლექსური წვდომისთვის. 

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top