The Psychology Book: Big Ideas Simply Explained.,Catherine Collin., 2012., 352pg

ამ წიგნის  მილიონობით ეგზემპლარია გაყიდული მთელ მსოფლიოში. მიღებული აქვს 3600-ზე მეტი გამოხმაურება. მკითხველის შეფასებებში ხაზგასმულია მისი საინტერესო, ინფორმატიული და ამავდროულად, იოლად აღქმადი თხრობა და სტრუქტურა. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ფსიქოლოგია და მისი უამრავი კონცეფცია მეტისმეტად რთულია, მაშინ ეს წიგნი თქვენთვისაა. აქ გაეცნობით ფსიქოლოგიის ყველაზე არსებით სწავლებებს, რომლებიც მოცემულია მწყობრი და მოხერხებული საკითხავის სახით. გაიცნობთ იმ სწავლულებს, რომელთაც დიდი წვლილი შეიტანეს ადამიანის ფსიქიკის, მისი ქცევის გაგებაში. წიგნში წარმოდგენილი ცნობიერი რუკები და შეჯამაჯამებელი დებულებები განსაკუთრებულ სიცხადეს სძენს ინფორმაციას ადამიანის ბუნების, ქცევის და გონებრივი პროცესების შესახებ. წიგნი ორგანიზებულია იოლად აღსაქმელი და დასამახსოვრებელი ფორმატით. ის განკუთვნილია, როგორც დამწყებთათვის, ასევე – უკვე სპეციალისტებისთვის. უკანასკნელთ წიგნი დაეხმარება, გადახედონ საკუთარ ცოდნას და განაახლონ ის. წიგნში შესულია 100-ზე მეტი თეორია და კონცეფცია. ეს მოცულობითი მასალა დაწყებული ანტიკური ფილოსოფიური საფუძვლებიდან, დამთავრებული თანამედროვე კონცეფციებით გამყარებულია ფაქტებით, მაგალითებით, სქემებით და გრაფიკებით. წიგნის კიდევ ერთი ღირსებაა მისი ვიზუალური მხარე, რაც გვეხმარება შინაარსის უკეთ წვდომაში. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს წიგნი არის ბრწყინვალე შესავალი ფსიქოლოგიის მეცნიერებაში, რომელიც სრულად აკმაყოფილებს მკითხველის ინეტრესს. აქ წარმოდგენილი არსებითი კონცეფციები ნათლად ხსნიან ადამიანის გონებრივ, ემოციურ და ქცევით მახასიათებლებს. წიგნი მოიცავს ფსიქოლოგიის სხვადასხვა სკოლების სწავლებებს; აშუქებს ისეთ მიმდინარეობებს, როგორებიცაა ბიჰევიორიზმი, კოგნიტური ფსიქოლოგია, განვითარების ფსიქოლოგია და სხვა. საუბარია ისეთი მეცნიერების წვლილის შესახებ, როგორებიცაა ზიგმუნდ ფროიდი, კარლ გუსტავ იუნგი, ელიზაბეტ ლოფტუსი, დენიელ კანემანი და სხვები. გაშუქებულია, თუ როგორ გამოიყენება ფსიქოლოგიის ცოდნა და პრინციპები ყოველდღიურ ცხოვრებაში, მენტალური ჯანმრთელობის სფეროში, გუნდურ საქმიანობაში და ა.შ. ეს წიგნი სასარგებლო ორიენტირია მათთვის, ვინც დაინტერესებულია ფსიქოლოგიაში დაგროვილი მასშტაბური ცოდნის გააზრებით.

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top