The Psychology of Dreaming., Josie Malinowski ., Routledge, Taylor & Francis Group., 2021., 148 pg

რატომ ვხედავთ სიზმრებს? რა კავშირია სიზმრებსა და ფსიქიკურ ჯანმრთელობას შორის? შეგვიძლია ვმართოთ საკუთარი სიზმრები? ეს წიგნი სიზმრის ფსიქოლოგიის კვლევის 100 წლიან ისტორიაში გვამოგზაურებს. ის აღგვიწერს, თუ რა ხდება ჩვენს გონებაში მაშინ, როცა სიზმარს ვნახულობთ; რა როლს ასრულებს სიზმარი მეხსიერების მუშაობაში, აზროვნების და პრობლემის გადაჭრის პროცესში, ემოციურ მიმართებებში  და გვასწავლის, თუ როგორ შეგვიძლია სიზმრის ინტერპრეტაციით უკეთ გავუგოთ საკუთარ თავს. წიგნში გაშუქებულია, როგორ აისახება ფსიქიკური გამოცდილება, მათ შორის – ტრავმული გამოცდილება, სიზმრებზე. წიგნი დაგიკმაყოფილებთ ინტერესს ისეთი ექსტრაორდინარული გამოცდილებების შესახებაც, როგორებიცაა ხილვები, კოშმარები, ძილის პარეზი. წიგნი აგებულია სამეცნიერო თეორიებზე, კვლევების შედეგებსა და და პრაქტიკულ მიგნებებზე. გაშუებულია ისეთი საკითხები, როგორებიცაა: 1. სიზმარი, როგორც სუბიექტური ფსიქიკური გამოცდილება; სიზმრის კვლევის მეთოდოლოგია; 2. სიზმრის კვლევის ისტორია – ანტიკური მეცნიერებიდან დაწყებული, დღემდე; სიზმრის თეორიები; 3. რატომ ვხედავთ სიზმრებს – ფსიქიკური ფუნქციების როლი სიზმრის წარმოებაში და სიზმრის როლი ამ ფუნქციებში; 4. სიზმარი და მენტალური ჯანმრთელობა – სხვადასხვა ფსიქიკური მდგომარეობების გავლენა სიზმრების შინაარსსა და სიხშირეზე; სიზმარი, როგორც პიროვნების ფსიქიკური მდგომარეობის ერთ-ერთი ინდიკატორი; 5. სიზმრის გაზიარების თერაპიული მნიშვნელობა,  სიზმრის ინტერპრეტაცია, როგორც ფსიქოლოგიური ინსაითის და ემოციური ვენტილაციის საფუძველი; 6. ექსტრაორდინარული სიზმრების ფენომენი და მათი ფუნქცია. ეს წიგნი სიზმრის სამეცნიერო ცოდნის შესანიშნავი ნიმუშია. ის საინტერესო იქნება როგორც პროფესიონალი ფსიქოლოგებისთვის, ისე მკითხველთა ფართო წრისთვის.

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top