ამ წიგნმა გამოსვლისთანავე არაერთი დადებითი რეზენცია მიიღო. ეს არის სამეცნიერო თეორიებსა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ვრცელი სახელმძღვანელო, რომელშიც გაშუქებულია ადამიანის სქესობრივი ქცევის ჩამოყალიბების პროცესში ფსიქოლოგიური, ბიოლოგიური და სოციო-კულტურული კონტექსტების როლი. ამ კონტექსტების პრიზმიდან გააზრებულია ისეთი საკითხები, როგორებიცაა სქესობრივი ორიენტაცია და ქცევა, სქესობრივი მიზიდულობა და ურთიერთობა. ნაჩვენებია, რა გავლენას ახდენს სქესობრივ ქცევასა და განწყობებზე კულტურალური, გენდერული და ინდივიდუალური განსხვავებები. წიგნი აგრეთვე შეეხება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა სქესობრივი ჯანმრთელობა, სქესობრივი იდენტობა, ემოციური სფეროს როლი სქესობრივ ურთიერთობებში. სახელმძღვანელოში აქცენტირებულია შემდეგი საკითხები: 1.კულტურული და ისტორიული კონტექსტი: სქესობრივი ქცევა სხვადასხვა კულტურასა და ისტორიულ პერიოდში, სქესობრივი ქცევა და სოციალური ნორმები, სქესობრივი ორიენტაცია და იდენტობა. 2. ანომალური სქესობრივი ქცევა: ადამიანის სქესობრივი ქცევის სპექტრი, ნორმისა და პათოლოგიის დილემა. 3. სქესობრივი ქცევა, როგორც ზიანი: სქესობრივი იძულების პრობლემა. 4. სექსუალობის შესახებ წარმოდგენის ისტორიული განვითარება, საზოგადოების ღიაობა და სტიგმის დაძლევა. წიგნი განკუთვნილია სტუდენტებისთვის და ადამიანის სქესობრივი ქცევის შესწავლით დაინტერესებული მკითხველისთვის.
