თქვენს წინაშეა ჯგუფური ფსიქოთერაპიის ბრწყინვალე სახელმძღვანელო, რომელშიც ვრცლად და სიღრმისეულად არის ახსნილი ჯგუფური ფსიქოთერაპიის როგორც თეორიული მნიშვნელობა, ისე – პრაქტიკული ასპექტები. გაშუქებულია ჯგუფური თერაპიის მთელი კომპლექსურობა, აგრეთვე – ჯგუფის დინამიკა და თერაპიული შესაძლებლობები. სახელმძღვანელოში გაეცნობით შემდეგ საკითხებს: 1. ჯგუფური ფსიქოთერაპიის ისტორია და განვითარება, ჯგუფური თერაპიის პიონერები. 2. ჯგუფური თერაპიის 11 თერაპიული ფაქტორი – იმედის ჩანერგვა, უნივერსალობა, ინფორმაციის გაზიარება, მაკორექტირებელი გადაფასება, ალტრუიზმი, სოციალიზაცია, იმიტაციური ქცევა, ინტერპერსონალური დასწავლა, ჯგუფის შეჭიდულობა, კათარზისი, ეგზისტენციური ფაქტორები. 3. თერაპიული ჯგუფის დინამიკა და ლიდერობა; ინტერაქციები ჯგუფის წევრებს შორის; თერაპევტის როლი ჯგუფის დინამიკის წარმართვაში; ლიდერის როლი ჩართულობის, კონფლიქტის მართვის, ემოციების გამოხატვისთვის უსაფრთხო სივრცის უზრუნველყოფის კუთხით; ლიდერობის სტილი დირექტიულიდან არადირექტიულამდე. 4. თერაპიული ჯგუფის განვითარების სტადიები: ფორმირება, შტორმი, ნორმალიზება, რეფორმირება, დაშლა. 5. სპეციფიკური ფსიქოთერაპიული ჯგუფები. 6. პრაქტიკული ასპექტები. 7. თერაპევტის როლი. 8. ეთიკური და პროფესიული საკითხი; კონფიდენციალურობის პრობლემა ჯგუფში, მიჯაჭვულობის პრობლემები ჯგუფში, თერაპევტი როგორც აქტიული წევრი და როგორც ფასილიტატორი. წიგნი განკუთვნილია როგორ სტუდენტების, ისე პრაქტიკოსი თერაპევტებისთვის.
