ეს წიგნი წარმოადგენს ტრანზაქციული ანალიზის თეორიისა და პრაქტიკის სიღრმისეულ და ამომწურავ მიმოხილვას. ტრანზაქციული ანალიზი პოპულარული ფსიქოთერაპიული მიდგომაა, რომელიც ეფუძნება სწავლებას ურთიერთობის მოდელების შესახებ. ტრანზაქციული ანალიზის ცოდნა ერთნაირი წარმატებით გამოიყენება, როგორც თერაპიული მიზნებისთვის, ისე ადამიანური კომუნიკაციების გასაუმჯობესებლად. წიგნში განხილულია ტრანზაქციული ანალიზის კონცეპციები, როგორებიცაა ეგო-მდგომარეობა (მშობელი/ზრდასრული/ბავშვი), ტრანზაქცია, ცხოვრების სცენარი, თამაშები, რომელთაც თამაშობენ ადამიანები და აგრეთვე ისიც, თუ როგორ შეიძლება ამ კონცეპციების გამოყენება სხვადასხვა პრაქტიკული მიზნით, დაწყებული ინდივიდუალური თერაპიით და დამთავრებული ჯგუფური თუ ორგანიზაციული კომუნიკაციის პროცესებით. ყურადღება ეთმობა ტრანზაქციული ანალიზის განვითარების, მისი კვლევის მეთოდოლოგიისა და პრაქტიკის საკითხებს. ავტორები მოგვითხრობენ იმის შესახებ, თუ ტრანზაქციული ანალიზის გამოყენებით არაცნობიერი პროცესი როგორ მუშავდება ფსიქოთერაპევტის კაბინეტში, როგორ ეფინება ნათელი იქამდე უცნობ ფსიქიკურ ტენდენციებს და კომუნიკაციებს; როგორ გამოიყენება ტრანზაქციული ანალიზი პიროვნული ზრდის, კონფლიქტების გადაჭრისა და ურთიერთობების გაჯანსაღების მიზნით. წიგნი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ტრანზაქციული ანალიზის მიდგომა, ურთიერთობის დინამიკა, თერაპიული ტრანზაქცია, ტრანზაქციული ანალიზის ფართო გამოყენება. წიგნში აღწერილია საკუთრივ ანალიზის პროცესი და მასში თერაპიული ურთიერთობის თავისებურებები, სამუშაო ალიანსის ფორმირებიდან დაწყებული თერაპიის დასრულებამდე. წიგნი იდეალური სახელმძღანელოა ფსიქოთერაპევტებისთვის, პრაქტიკოსი ფსიქოლოგებისთვის და სტუდენტებისთვის, რომელთაც განუზრახავთ ტრანზაქციული ანალიზის პრინციპებისა და მისი თერაპიული მნიშვნელობის ღრმად შეცნობა. ეს არის ბრწყინვალე რესურსი ურთიერთობების თერაპიული პოტენციის გაცნობიერებისთვის, აგრეთვე იმის გაცნობიერებისთვის, თუ როგორ აყალიბებს პიროვნებას და სოციალურ ქცევას ინტერპერსონალური ურთიერთობები.
