Turn Autism Around: An Action Guide for Parents of Young Children with Early Signs of Autism., Mary Lynch Barbera., Hay House Inc. 2022, 264 pages

დაუთმეთ დღეში 15 წუთი ამ სახელმძღვანელოში მოცემულ ქცევით პრაქტიკას და თქვენ შეძლებთ აარიდოთ თქვენი ბავშვები აუტისტურ და განვითარების სხვა პრობლემებს. აუტიზმისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, როგორც წესი, 18 თვის ასაკიდან  ხდება შესამჩნევი, თუმცა ხშირად დიაგნოზის დასმა 4-5 წლის ასაკზე ადრე არ ხდება. ეს წიგნი არის მშობლებისთვის, მათი ინფორმირებისთვის იმის შესახებ, რომ შეუძლიათ გადამწყვეტი წვლილი შეიტანონ შვილების ფსიქოსოციალური პრობლემების როგორც არიდებაში, ისე უკვე არსებული პრობლემების მოგვარებაში. ავტორი მიზნად ისახავს, მეტი თავდაჯერება შემატოს მშობლებს, რათა შფოთვისა და წუხილის გარეშე შეძლონ დროული და ეფექტიანი ჩარევა, როცა სახეზეა ცვლილებები ბავშვის განვითარების პროცესში. ეს წიგნი მშობლებს განუმტკიცებს რწმენას და მოტივაციას, რომ მარტივი და ქმედითი პრაქტიკული სტრატეგიების დაუფლებით და მათი გამოყენებით ხელში აიღონ აღნიშნულ პრობლემებზე კონტროლი. წიგნი განკუთვნილია აგრეთვე სააღმზრდელო საქმისა და ადრეული ინტერვენციის პროფესიონალებისთვის. ავტორმა შეიმუშავა განვითარების შეფერხების მქონე ბავშვების სწავლების ახალი მიდგომა, რომელიც ეფუძნება ქცევის გამოყენებით ანალიზს (ABA). სწავლების ეს მეთოდი წარმოადგენს პოზიტიურ და ბავშვთან მეგობრული კომუნიკაციის მეთოდს, რომლის ათვისება და გამოყენება შეუძლია ნებისმიერ მშობელს – მათაც, ვის შვილებს განვითარების პრობლემები აღენიშნებათ და მათაც, ვის შვილებს მსგავსი პრობლემები არ აქვთ.  ეს მეთოდი შესანიშნავად ავითარებს ბავშვის კომუნიკაციის უნარებს, სოციალიზაციას და სოციალურ სტრატეგიებს, აუმჯობესებს კვებით ქცევას, ძილს, ტუალეტის ჩვევას, გადააწყობს ბავშვის ქცევებს უფრო პოზიტიურ და კეთილსაიმედო პლანში. მეთოდის შედეგი გრძელვადიანია. წიგნი განკუთვნილია 1-5 წლის ასაკის ბავშვთა მშობლებისთვის, რათა ადრეულად ჩაერიონ ბავშვის განვითარების პრობლემებში, განვითარების პრობლემების არარსებობის შემთხვევაშიც პოზიტიურისკენ შეცვალონ ბავშვის ქცევის ტრაექტორია და შესაბამისად, ოჯახური ცხოვრება.

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top